2022 წლის 29 ნოემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეო ეკოლოგიის კლუბის წევრები და მასწავლებელი სოფიკო ხუხუნაიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდნენ ახალგაზრდა ნატურალისტთა საზოგადოების ინიციატივით ჩატარებულ ვორქშოპს —
რეპტილიები და მათი იდენტიფიცირება, ოფიდიოფობია და მითები.
ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეოდნენ ასოცირებული პროფესორები, მასწავლებები, სტუდენტები და მოსწავლეები.
გეო ეკოლოგიის კლუბის წევრებმა დასვეს შეკითხვები, მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ ცოცხალი კონტაქტი დაემყარებინათ ქვეწარმავლებთან.