2022 წლის 20 ნოემბერს გაიმართა აჭარის სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ძმები გიორგი და დემეტრე გოგიაშვილები და ანა ონიაშვილი.
სიხარულით გვსურს გაცნობოთ, რომ რამდენიმესაათიან რთულ და დაძაბულ ბრძოლაში გიმნაზიელთა გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.