🏫 2022 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში შალვა ამონაშვილის საგანმანათლებლო პროექტის ,,ჰუმანური საქართველო»-ს პრეზენტაცია გაიმართა.
📖 აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პროექტის მიზნები და ხედვები გაუზიარა.
📖 ღონისძიებაზე მიწვეული იყო ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაც, რომელსაც ამჯერად წარმოადგენდა ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზვიად ჩხენკელი
🌏სამომავლოდ ,,ჰუმანურ საქართველო»-სა და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას შორის მნიშვნელოვან და საინტერესო თანამშრომლობას ეყრება საფუძველი!