16.09.2022-2-1

22 მარტს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში წყლის რესურსების დაცვის დღეს მიეძღვნა ინტეგრირებული გაკვეთილი VIII-3 კლასში-მასწავლებლები მარინე მამალაძე (ქართული ენა და ლიტერატურა) და ქეთევან ხარაბაძე (ბიოლოგია).

მოსწავლეებმა ისაუბრეს შესწავლილ ტექსტზე -ლ. გოთუას "ჩემი უსტარაული".

22.03.2023–6-0-6

წარმოდგენილი იყო სამი მოხსენება:

-ეკოსისტემა, როგორც ბუნებრივი კომპლექსი;

-უსტარაულის გარშემო არსებული ეკოსისტემა;

-ეკოსისტემის ცვლილების შედეგები.

მოხსენებები წარმოადგინეს ნანა ჩხიკვაძემ, ნატია დავითაძემ და ლიზი ხალვაშმა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ლიტერატურის გაკვეთილებზე შესწავლილი ტექსტების შესახებ საბუნებისმეტყველო ჭრილში და გამოიტანეს დასკვნები.

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U -ში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას.

22.03.2023–5-0-2

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და ,,ბათუმის წყლის" ორგანიზებით გაიმართა.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმაც (ქიმიის მასწავლებელი ნონა აბაშიძე).

სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს წყლის არსი, მნიშვნელობა, დაბინძურების ფაქტორები, გასუფთავების ხერხები და ქიმიის როლი ამ პროცესში.

ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მოსწავლეებისათვის სახალისო ცდები ჩაატარეს და ვიქტორინა გამართეს წყლის თემაზე, რომელშიც გაიმარჯვა ჩვენი სკოლის გუნდმა!

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს - სერტიფიკატი.

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U -ში სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.

22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება. დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებასა და მის დაცვას.

22.03.2023–5-0-2

ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტისა და ,,ბათუმის წყლის" ორგანიზებით გაიმართა.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმაც (ქიმიის მასწავლებელი ნონა აბაშიძე).

სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს წყლის არსი, მნიშვნელობა, დაბინძურების ფაქტორები, გასუფთავების ხერხები და ქიმიის როლი ამ პროცესში.

ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მოსწავლეებისათვის სახალისო ცდები ჩაატარეს და ვიქტორინა გამართეს წყლის თემაზე, რომელშიც გაიმარჯვა ჩვენი სკოლის გუნდმა!

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სამახსოვრო საჩუქრები, ხოლო ყველა მონაწილეს - სერტიფიკატი.

22 მარტს აღინიშნება წყლის საერთაშორისო დღე!

ქ. ბათუმის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის, VII-1, VII-2, VII-4 კლასების მოსწავლეებმა, გეოგრაფიის გაკვეთილებზე, მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს 22 მარტი, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე!

22.03.2023–4-0-8

მოსწავლეები გაეცნენ:

წყლის გაწმენდის ხერხებს, ჯგუფებში განიხილეს თითოეული ხერხის გამოყენებისთვის საჭირო მასალა, დადებითი და უარყოფითი მხარეები და შეაჯამეს ასევე ჯგუფური პრეზენტაციის წარდგენით.

ვირტუალური წყლის ცნებას, რა არის, როგორ გამოითვლება და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჯგუფებში მუშაობის გზით ააწყვეს ფაზლები, სადაც ერთმანეთს შეუსაბამეს პროდუქტები და მათი დამზადებისთვის საჭირო ვირტუალური წყლის ოდენობა ლიტრებში.

ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის გზით ამოხსნეს "მწვანე ამოცანები" წყლის რესურსების მდგრადი მოხმარების პრინციპების თემაზე.

გეოგრაფიის მასწავლებელი: ანა ანუშიძე

22 მარტი წყლის დაცვის მსოფლიო დღეა!

ამ დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

22.03.2023–3-0-1

ბათუმის წმ. ანდრია პირველოდებულის სახელობის სკოლაში ამ დღის აღსანიშნავად X-1 კლასის მოსწავლეებმა შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობა ჩაატარეს VIII კლასის მოსწავლეებისთვის თემაზე: "საქართველოს მინერალური წყლები" პროექტის "გიმნაზიელები გიმნაზიელთათვის" ფარგლებში. ბიოლოგიის მასწავლებელი ქეთევან ხარაბაძე.

22 მარტი წყლის დაცვის მსოფლიო დღეა!

ამ დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია.

22.03.2023–2-0-1

2023 წლის 22 მარტი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში წყლის დღედ გამოცხადდა.

ამ დღის აღსანიშნავად ჩატარდა VII-1 ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე "წყალი სიცოცხლის საწყისი", რომელსაც უძღვებოდნენ ქიმიის მასწავლებელი ნონა აბაშიძე და ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ჭელიძე.

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა ბარამიძე ფლექსის პროგრამის გამარჯვებულია!

მომავალ წელს ის სწავლას აშშ-ში გააგრძელებს!

22.03.2023-1

გილოცავთ, ნიკა!

დიდ წარმატებას გისურვებთ!

ქ. ბათუმის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII-3 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე "ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს" ჯგუფური მუშაობის ფორმატში, დაუნის სინდრომის თავისებურებების გაცნობის შემდეგ, იმსჯელეს თემაზე:

როგორ შევქმნათ ინკლუზიური საგანმანათლებლო სერვისები?

21.03.2023–3-0-4

მოსწავლეებმა, მსჯელობის შედეგები წარმოადგინეს ჯგუფური პრეზენტაციის სახით.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: ანა ანუშიძე

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

21.03.2023-2-1
21.03.2023-2-2
21.03.2023-2-3

2023 წლის 21 მარტს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანმა მასწავლებელმა შორენა ბოლქვაძემ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა კოლეგებისა და უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის თემაზე:

"შტრაუს-ჰოვის" თაობათა თეორია სასკოლო საგნების პერსპექტივიდან".

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

21 მარტი - დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე!

"მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!"

21.03.2023-0-3

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის X-3 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებელ ნანა ჭელიძესთან ერთად ძალიან საინტერესო შემეცნებითი სახალისო აქტივობა დაგეგმეს და ჩაატარეს მეხუთე კლასების მოსწავლეებისთვის.

#გიმნაზიელებიგიმნაზიელთათვის

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

#მეგობრებიქრომოსომებსარითვკიან

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები ლუკა უჩანეიშვილი და გიორგი ცინცაძე 2023 წლის აგვისტოში გაემგზავრებიან თურქეთის სამეცნიერო ბანაკში.

ღონისძიებას წარმართავს ორგანიზაცია "საერთაშორისო მეგობრობა სამეცნიერო განათლების გზით".

336256220_1893075654378312_2530060750749480177_n

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა სამეცნიერო ბანაკში გამგზავრება დიდი შრომის, სწავლის, მონდომების, რთულად გადასალახი გზის დაძლევის შედეგად დაიმსახურეს!

წარმატებებს ვუსურვებთ ლუკას და გიორგის!

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

331526880_476096307942902_4228259532906049995_n
334674103_951772546203945_9015644086893761461_n

2023 წლის 10 მარტს - რადიო "აჭარის" საავტორო გადაცემაში ,, ღია ეთერი'' - 13 საათსა და 10 წუთზე!

გადაცემაში მონაწილეობდნენ:

--ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე , წმ. იოანე ღთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიის ასოცირებული პროფესორი , აკადემიური დოქტორი , ისტორიის პედაგოგი პირიმზე რურუა ...

- წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები -

ანა ძნელაძე,

ნიკა მჟავანაძე,

თემო შარაბიძე...

#თემა: საქართველოს ევროპული მომავალი - ჩვენ ვირჩევთ ევროპას! არა რუსეთს ! რუსეთი ოკუპანტია..

====

-როგორ ესმით მოზარდებს ევროპული ღირებულებები?

-რატომ მივილტვით ევროპისკენ ?

-რატომ არის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის?

-როგორ ისწავლება საქართველოს უახლესი ისტორიის ქრონიკები სკოლებში ?

- როგორ დაგვაშორა 70- წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ ევროპულ ოჯახს ?

ჩანაწერი იხ. https://ajaratv.ge/video/13062...

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

#ერთადვიმსჯელოთდავიზრუნოთმომავალზე

#ღიაეთერი

#რუსეთიოკუპანტია

#ჩვენვირჩევთევროპას!

#საქართველოსევროპულიმომავალი

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 2023 წლის 2 მარტს ჩატარდა "ტვინების ბრძოლის" შიდასასკოლო ჩემპიონატი IV-V და VI კლასის მოსწავლეთა შორის.

სკოლაში ჩემპიონატის ჩატარებას ხელმძღვანელობენ პედაგოგები ზვიად ჩხენკელი და კახი კახიძე.

41-1

საერთო ჩათვლაში საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება:

გუნდი "ხუთეული" (დამრიგებელი მაია ჭანუყვაძე),

გუნდი "CR7" (დამრიგებელი ნონა აბაშიძე),

გუნდი "საუკეთესო ხუთეული" (დამრიგებელი მანანა გოგიბერიძე).

წარმატებებს ვუსურვებთ პატარებს!

კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა; თანამედროვე გამოწვევები - შეხვედრა მეცნიერთან.

ბათუმის წმ. ანდრის პირველწოდებულის სახელობის სკოლაში უფროსკლასელთათვის შექმნილია კულტურის შემსწავლელთა კლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს პირიმზე რურუა.

40-1

2023 წლის 2 მარტს კულტურის კლუბის წევრებისთვის ონლაინ ფორმატით შედგა შეხვედრა თსუ-ს პროფესორ ქეთევან ხუციშვილთან თემაზე "კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა; თანამედროვე გამოწვევები ".

ქალბატონი ქეთევანი არის თსუ პროფესორი, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, თსუ სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, თსუ აკადემიური საბჭოს წევრი, საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სპეციალობით. არის ოთხი მონოგრაფისა და 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათ შორის აქვს საერთაშორისო პუბლიკაციები საქართველოს ანთროპოლოგიური კვლევის, ყოფისა და კულტურის ტრანსფორმაციული პროცესების, რელიგიური საკითხების და ეთნო-კულტურული იდენტობის შესახებ.

საუბარი უაღრესად საინტერესოდ წარიმართა; მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს აზრი ცალკეულ საკითხზე.

ქეთევან ხუციშვილის რანგის მეცნიერთან შეხვედრა ნამდვილად განსაკუთრებული მოვლენა იქნება ახალგაზრდების ცხოვრებაში.

დაიწყო ტრადიციული ინტელექტუალური თამაშების რა? სად? როდის? ბათუმის რეგულარული სასკოლო ჩემპიონატი.

პირველი თამაში გაიმართა 26 თებერვალს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში.

39-1

ჩემპიონატში ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 4 გუნდი იღებს მონაწილეობას!

დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალს ჩემპიონატის მსვლელობას და წარმატებებს ვუსურვებთ გიმნაზიელებს!

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

სლავური დღესასწაული"მასლენიცა" ყველიერში აღინიშნებოდა.

სიმბოლურად ძველი სლავები ასე ეგებებოდნენ დიდმარხვის დაწყებას და გაზაფხულის შემობრძანებას.

38-1

უჩვეულოდ ხალისიანი და ფერადი გაკვეთილი შემოგვთავაზეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII-4 კლასის მოსწავლეებმა და რუსული ენის პედაგოგმა ევგენია ლომაძემ მშობელთა ჩართულობით.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს, ზოგადად, ხალხურ დღესასწაულებზე, ტრადიციებზე, ძველი სლავების ყოფა-ცხოვრებაზე და ყველიერის დღესასწაულ "მასლენიცაზე".

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

2023 წლის 25-26 თებერვალს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე პირიმზე რურუა და უცხო ენების კათედრის ხელმძღვანელი ნატალია ფრუიძე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე გამოწვევების გაცნობისა და სრულყოფის მიზნით მონაწილეობდნენ English Book Education- ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სასწავლო კონფერენციის Annual Educational conference 2023 მუშაობაში, რომელიც გაიმართა კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში".

37-1

კონფერენციის მუშაობის ფარგლებში შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ცალკეული საკითხის სრულყოფა// გადაწყვეტის მიზნით.

2023-2024 სასწავლო წელს არა ერთი სასიკეთო სიახლე იგეგმება ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სასწავლო პროცესში.

332308783_684503546762399_2417220836472373241_n
332270617_5873995449360629_7785511714437746853_n

#ღიაეთერი რადიო აჭარა

#არაოკუპაციას

#102წელისაბჭოთაოკუპაციიდან

#ქართველიუნკერები

#თებერვლისსისხლიანიქრონიკები

#საქართველოსისტორიისსწავლებადამოზარდები

#წარსულიდადღევანდელობა

24 თებერვალს- გადაცემაში ,, ღია ეთერი''

13 საათსა და 10 წუთზე

#თემა: 102 წელი საბჭოთა ოკუპაციიდან , უინკერთა ხსოვნის დღე , საქართველოს ისტორიის ქრონიკები და დღევანდელობა სკოლებში ...

====

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

#დღესგადაცემაში :

1921 წლის თებერვლის ტრაგიკული მოვლენები, მტკივნეული ფურცლები ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან ...

გაცოცხლებული წარსული აწმყოში , თებერვლის სისხლიანი ქრონიკები თანამედროვე გადასახედიდან -

როგორ ისწავლება და რა იციან მოზარდებმა ამ ისტორიული თარიღის შესახებ - საქართველოს ისტორიის ქრონიკები სკოლებში....

დეტალები გადაცემაში #ღიაეთერი

====

#გადაცემისსტუმრები :

- ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ისტორიის პედაგოგი ზვიად ჩხენკელი ....

- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ნილა ჯინჭარაძე , ანა დარჩიძე და კესარია გათენაძე ....

331345140_575681167914728_2372218365669530648_n
331340024_3469324010017995_1662411462989188044_n
331410379_640936351131806_2545324315481229083_n

2023 წლის 23 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გეო ეკოლოგიის კლუბის წევრებს (კლუბის ხელმძღვანელი სოფიკო ხუხუნაიშვილი) შეხვდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ლექტორი დოქტორი იზოლდა მაჭუტაძე.

შეხვედრის თემა იყო ბუნების მრავალფეროვნება და მისი სწორად დაცვის მნიშვნელობა.

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

თეოლოგია - მეცნიერება, ისტორია, განვითარების პერსპექტივა.

332301647_732042575256809_8000731430862808094_n
332723763_1657757501328458_4663416819756439919_n

2023 წლის 22 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში უფროსკლასელთათვის საუბარი თემაზე "თეოლოგია- მეცნიერება, ისტორია, განვითარების პერსპექტივა" ჩაატარა ჩვენი სკოლის ყოფილმა მოსწავლემ გიორგი გაბუნიამ.

შეხვედრა შედგა პროექტის "გიმნაზიელები გიმნაზიელთათვის" ფარგლებში.

ამ პროექტის მიზანს წარმოადგენს ის, რომ კურსდამთავრებულები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ მოსწავლეებს.

გიორგი გაბუნიას ბევრი ჰქონდა სათქმელი.

მან სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა საზღვაო აკადემიაში, გახდა მეზღვაური, რამდენიმე წელი ამ პროფესიით იმუშავა, შემდეგ კი სწავლა გადაწყვიტა თეოლოგიური მიმართულებით. გიორგიმ დაასრულა სასულიერო სემინარია და სასულიერო აკადემია. ის დღეს თეოლოგია.

შეხვედრა უაღრესად საინტერესოდ წარიმართა.

17.02.2023 წელი

აკადემიკოს შალვა ამონაშვილის სტუმრობა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში!

33-1

შეხვედრა მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, სასულიერო პირებთან, მშობლებთან.

Humane Georgia-ჰუმანური საქართველო - უდიდესი პედაგოგის საჩუქარი საქართველოს!

გამორჩეულად შინაარსიანი, დასამახსოვრებელი დღე ჩვენს სკოლაში!

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა ტოიოტას "საოცნებო ავტომობილის" ხატვის კონკურსზე წარდგენილი ნამუშევრები.

32-2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის გრძელდება.

31-1
330406590_569302204915538_5268657635342238256_n
330542255_519407883651919_8687325532827764736_n

აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში, რომელსაც უძღვებოდნენ პროფესორი ჯემალ კარალიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე შოთა ჯიჯეიშვილი და სტუდენტები.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, აბიტურიენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

#ბათუმისწმინდაანდრიაპირველწოდებულისსახელობისსკოლა

#ბათუმისგიმნაზია

#ბსუ #უნივერსიტეტი #აბიტურიენტები

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში დასრულდა ხანგრძლივი, დაძაბული და ემოციებით დატვირთული საკალათბურთო ჩემპიონატი!

30-1

ჩემპიონატის ორგანიზატორი იყო სპორტის პედაგოგი მიხეილ სალუქვაძე.

ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ IX-2 და IX-4 კლასები!

უკომპრომისო ბრძოლაში 2022-2023 სასწავლო წლის სკოლის ჩემპიონი გახდა IX-2 კლასის გუნდი!

გილოცავთ!

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში 8 თებერვალს, 14:00 საათზე ჩატარდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის XII – 4 კლასის ღია გაკვეთილი საქართველოს ისტორიაში : ,,ათასი წელი მეფე დავითთან ერთად.“ პედაგოგი: პირიმზე რურუა.

ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე.

326810940_556461273183014_3680356321889678644_n
326379714_3450982545141680_1161234559078774975_n
329078838_918326415839357_3552041810411252285_n

2023 წლის 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცის მსოფლიო საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეათე კლასის მოსწავლებმა, გეო ეკოლოგიის კლუბის წევრებმა (მასწავლებელი სოფიკო ხუხუნაიშვილი) მეცხრე კლასელთათვის მოამზადეს და წარმოადგინეს თემა ამ დღის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებულ ჭაობებზე.

ახალგაზრდებმა ისაუბრეს ისპაანის ჭაობის თავისებურებებსა და მისი დაცვის მნიშვნელობაზე.

ღონისძიება შედგა სასკოლო პროექტის "გიმნაზიელები გიმნზაიელთათვის" ფარგლებში.

#ბათუმის_წმინდა_ანდრია_პირველწოდებულის_სახელობის_სკოლა

#ბათუმისგიმნაზია

#გიმნაზიელებიგიმნაზიელთათვის

ქიმიის გაკვეთილი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-9 კლასში. გაკვეთილის თემა: pHის განსაზღვრა ხსნარებში, მასწავლებელი ირინა ვიდულინა.

შინაარსიანი, საინტერესო და სასიამოვნო დღე გაატარეს VII- 2 კლასის მოსწავლეებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში კლასის დამრიგებელ ნატალია კალანდაძესთან და ქართულის პედაგოგ რუსუდან თავხელიძესთან ერთად, ნანახსა და განცდილზე ისაუბრეს სკოლაში დაბრუნების შემდეგ.

ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის მე-10 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა. ,,კერამიკა- ტრადიციული რეწვა". #მოდიმუზემში

328502463_761633165385647_6380495874977707918_n
25-1
328553269_556710119727725_7637305422244293436_n

პირველკლასელთა საახალწლო ზეიმი.

24-1

სიმღერა, ლექსი, მოლოცვა, სიკეთე, სითბო და სიყვარული იღვრებოდა 2022 წლის 29 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სცენიდან პირველკლასელთა საახალწლო ზეიმზე (მასწავლებლები ანა კვიჭიძე და ეკა ბჟინავა).

"ზღაპარ იყო..."

23-1

2022 წლის 28 დეკემბერს საახალწლო განწყობით გაჯერებული ზღაპრული სანახაობა წარმოადგინეს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III-2 კლასის პატარებმა ქართული ენის მასწავლებლის მაია იმნაძის დახმარებით.

საღვრთო სჯულის ღია გაკვეთილი.

22-1

2022 წლის 27 დეკემბერს საღვრთო სჯულის მასწავლებელმა მარინა ტალახაძემ XI-XII კლასებში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე: კლიპის "ერთ ცის ქვეშ" (Dimash - The story of one sky) საღვთისმეტყველო ანალიზი.

მინი-სპექტაკლი რუსული ენის გაკვეთილზე.

2022 წლის 24 დეკემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI - 4 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ევგენია ლომაძე) რუსული ენის გაკვეთილზე დადგეს მინი-სპექტაკლი რუსული ხალხური ზღაპარი "ტერემოკი".

21-1

აქტივობა მიზნად ისახავდა, როგორც შემოქმედებითი, ასევე, რუსულ ენაში ზეპირმეტყველების, დიალოგისა და მონოლოგის უნარების განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას.

პატარა "ციფრული სამყაროს გენიოსები".

2022 წლის 23 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI-5 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა ისტ-ის ახალგაზრდა მასწავლებელმა კახი კახიძემ.

20-1

გაკვეთილის თემა: ციფრული სამყაროს გენიოსები და კომპიუტერული სამყარო.

გაკვეთილი წარიმართა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობითა და იმპროვიზაციით.

ახალგაზრდებმა გაითავისეს ციფრული და მათემატიკური სამყაროს უდიდესი მეცნიერების-გენიოსების როლები, შეძლეს სხვადასხვა დროსა და სამყაროში ორიენტირება.

მოსწავლეთა გააზრებულმა პასუხებმა კარგად წარმოაჩინა მასწავლებლის დიდი შრომა.

გაკვეთილი მადლიერების შესახებ.

2022 წლის 23 დეკემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწდებულის სახელობის სკოლის VI-3 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ლომთაძემ ჩაატარა გაკვეთილი თემაზე „მადლიერებაზე დაფიქრება“.

19-1

მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასაწყისში შექმნეს მადლიერების ყუთი.

ყოველ პარასკევს ფერად ფურცლებზე წერდნენ, ვისი მადლიერნი იყვნენ განვლილი კვირის განმავლობაში.

დღეს მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი ემოციები, გრძნობები, გაუჭირდათ თუ არა იმ ადამიანის ვამორჩევა, ვის მიმართაც იგრძნეს მადლიერება. იფიქრეს, იმსჯელეს და დაასკვნეს, რომ მადლიერება ავსებს ადამიანს, აკეთილშობილებს, აქარწყლებს ბოროტებას, უმადურება კი ბადებს ბოროტებას.

გიმნაზიელები სტუმრად ბსუ-ში.

2022 წლის 22 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში სწავლობენ მეწარმეობის საფუძვლებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრობდნენ.

18-1

ახალგაზრდებს მასპინძლობა გაუწია ამავე ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და მისმა ასისტენტმა, ასისტენტ პროფესორმა თაკო ფოლადაშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამავე ფაკულტეტის სტუდენტებიც, რომელთაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარუდგინეს მეწარმეობის სასწავლო კურსის ფარგლებში მომზადებული აქტუალური და საინტერესო პრეზენტაციები თემებზე:

საქართველოს ბუნებრივი რესურსები, როგორც წარმოების ფაქტორები;

გამოჩენილი ქართველი მეწარმე-ბიზნესმენები;

თანამედროვე ქართული ბიზნესი.

ქართულ ლიტერატურის ღია გაკვეთილი

17-1

2022 წლის 22 დეკემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ტალახაძემ ჩაატარა XII კლასში ღია გაკვეთილი თემაზე "ემპირიული რეალობა და მხატვრული სინამდვილე".

#ბათუმის_წმინდა_ანდრია_პირველწოდებულის_სახელობის_სკოლა

#ბათუმისგიმნაზია

ქალები საქართველოდან.

2022 წლის 19-26 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწდებულის სახელობის სკოლაში მიმდინარეობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული სასწავლო-საგანმანათლებლო კვირეული "ქალები საქართველოდან". #ქალებისაქართველოდან

16-1

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა არაერთი საინტერესო ღონისძიება:

XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარინა ტალახაძემ წაიკითხა უაღრესად საინტერესო ლექცია თემაზე "ქართული ლიტერატურის ღირსსახსოვარი ქალები".

X კლასების მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებლებმა ზვიად ჩხენკელმა და პირიმზე რურუამ ჩაატარეს გაკვეთილი თემაზე : "მეწარმე ქალები მე-19 საუკუნის გადმოსახედიდან მაგდანასა და ოთარაანთ ქვრივის მაგალითზე".

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა ხათუნა ბერაძემ და ნატალია სირაბიძემ დაგეგმეს დისკუსია თემაზე "ქალი ტრადიციულ საზოგადოებაში". ამ მიზნით მათ IX-XI კლასების მოსწავლეებისთვის მოაწყვეს ყოფილი გიმნაზიელის თამუნა კოხრეიძის დოკუმენტური ფილმის "დედოფლობანა" ჩვენება და განხილვა.

მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინტერაქტიული ლექცია "1918-1921 წლების პარლამენტარი ქალები საქართველოდან". ლექციას უძღვებოდნენ სამოქალაქო განათლების და ისტორიის პედაგოგები ისტორიის აკადემიური დოქტორი ინგა მართალიშვილი და ქეთევან გოცირიძე.

IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის ჩატარდა ინტერაქტიული ლექცია "აჭარა ჩადრიდან და ჩადრის გარეშე - მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის სოციალური პროცესები აჭარაში". ლექციას უძღვებოდა სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის პედაგოგი , ისტორიის აკადემიური დოქტორი ლევან სამსონია.

X-XI კლასების მოსწავლეებისთვის უაღრესად საინტერესო ლექცია თემაზე "ქალი მსოფლიო პოლიტიკაში" ონლაინ ფორმატით ჩაატარა ყოფილმა გიმნაზიელმა, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრმა ნინი წულაძემ.

გეოგრაფიის მასწავლებელმა სოფიკო ხუხუნაიშვილმა IX კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარა შემეცნებით-საგანმანათლებლო საუბარი თემაზე "მოგზაური ქალები".

გეოგრაფიისა და მოქალაქეობის მასწავლებელმა საერთაშორისო ურთიერთობების აკადემიურმა დოქტორმა ანა ანუშიძემ X კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარა გაკვეთილი თემაზე "ქართველი მეცნიერი ქალები".

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მზია ჯანელიძემ მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის ჩაატარა საუბარი თემაზე "ლანა ღოღობერიძის ქალები".

#ბათუმის_წმინდა_ანდრია_პირველწოდებულის_სახელობის_სკოლა

#ბათუმისგიმნაზია

მთის საერთაშორისო დღე.

11 დეკემბერს აღინიშნება მთის საერთაშორისო დღე.

15-1

ამ თარიღთან დაკავშირებით ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეო ეკოლოგიის კლუბის წევრებმა კლუბის ხელმძღვანელ სოფიკო ხუხუნაიშვილთან და მოქალაქეობის მასწავლებელ ზვიად ჩხენკელთან ერთად მოინახულეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთის ფერდობებზე განფენილი სოფლები, მოსწავლეებმა, ასევე, დალაშქრეს გვარას ციხე და მირვეთის ჩანჩქერი.

ახალგაზრდები შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გაეცნენ მთებში არსებულ პრობლემებს , სამომავლოდ დაგეგმეს კვლევის ჩატარება აჭარის მთის სოფლების მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

გიმნაზიელთა უჩვეულო სარკინიგზო თავგადასავალი ამბავი N 1. საქართველოს რკინიგზის საქართველოს რკინიგზა / Georgian Railway 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს დაიგეგმა სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტი.

14-1

პროექტის "საქართველოს რკინიგზა-150" ფარგლებში მე-10 კლასის მოსწავლეებმა 2022 წლის 18 დეკემბერს ისტორიის მასწავლებელ ზვიად ჩხენკელთან ერთად საგარეუბნო მატარებლით იმოგზაურეს ქუთაისის მიმართულებით.

ეს შემეცნებითი ექსკურსია ერთგვარი უჩვეული თავგასავალიც იყო მოსწავლეებისთვის.

ახალგაზრდებმა მატარებელშივე მოაწყვეს კოსტიუმირებული პერფორმანსი, გაითამაშეს წარმოდგენა "მოგზაურობა აღმოსავლეთის ექსპრესით".

ქუთაისში მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები.

მასწავლებლების დავალებით ბავშვებმა გადაიღეს მოგზაურობის ამსახველი ფოტოები, ვიდეოები, დააგროვეს მასალები გამოფენის მოსაწყობად, შთაბეჭდილებები გადმოსცეს დღიურების სახით.

#ბათუმის_წმინდა_ანდრია_პირველწოდებულის_სახელობის_სკოლა

#ბათუმისგიმნაზია

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ინკლუზიური განათლების კოორდინატორის ხათუნა ვარდიძის ორგანიზებითა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების ჩართულობით დაიგეგმა საგანმანათლებლო კვირეული.

13-1

მესამე-მეოთხე კლასების მოსწავლეებმა ნახეს თემატური ვიდეორგოლები, გასულ წლებში სკოლაში ჩატარებული აქტივობების ამსახველი მასალა;

პატარებმა ისაუბრეს ნანახის შესახებ, გამოხატეს თავიანთი აზრი, დაწერეს მცირე ფორმატის ესსები, შეასრულეს ნახატები.

მე-12 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ლოლა ჯაფარიძესთან ერთად მცირე საახალწლო საჩუქრები გადასცეს ჩვენი სკოლის შშმ და სსსმ მოსწავლეებს.

2022 წლის 14 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველოდებულის სახელობის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ ზვიად ჩხენკელთან და გეოგრაფიის მასწავლებელ სოფო ხუხუნაიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენაზე სახელწოდებით- „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“.

12-1

გამოფენა ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს ეძღვნება და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ღია სივრცე კავკასიის (COS) მიერ იმართება.

2022 წლის 10 დეკემბერი! ინდივიდუალურ და საოჯახო შემსრულებელთა ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული VI ფესტივალი "ტრადიციების კვალდაკვალ".

11-1

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ტრიოს ( დედა-შვილი ელენე ურუშაძე , დედამისი, ჩვენი მუსიკის პედაგოგი მაია ჭანუყვაძე და ლოლა ჯაფარიძე) და გოგონათა ანსამბლის წარმატებული გამოსვლა (ხელმძღვანელი ლოლა ჯაფარიძე).

,,კინო სკოლაში’’

10-1

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ჩართულია საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის პროექტში -" კინო სკოლაში ’’.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ონლაინპლატფორმის გამოყენებით, კინომცოდნესა და სკოლის პედაგოგთან ერთად, სწავლობენ კინოს ისტორიას სპეციალურად შექმნილი ვიდეო გაკვეთილების, საარქივო ფოტო-ვიდეო მასალისა და სავარჯიშოების გამოყენებით.

პროექტი , ასევე, ითვალისწინებს მოსწავლეების შეხვედრას კინომცოდნესთან და ფილმების ჩვენებას სკოლაში.

2022 წლის 6 დეკემბერს სკოლას ეწვია კინომცოდნე სოფიკო თოქმაჯიშვილი.

IX-X კლასის მოსწავლეებმა პედაგოგებთან (ინგა მართალიშვილი და ზვიად ჩხენკელი) ერთად ნახეს წინასწარ შერჩეული ფილმი ,,400 დარტყმა’’ .

ფილმის გმირი 13 წლის ანტუანი ოჯახური და სოციალური უსამართლობის წნეხის ქვეშაა; უთანხმოება აქვს სკოლის მასწავლებელთან. ის მამინაცვალს საბეჭდ მანქანას პარავს და ოჯახის სურვილით ძნელად აღსაზრდელთა დაწესებულებაში ხვდება.

ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა ძალიან საინტერსო დისკუსია წარმოდგენილი ფილმის ირგვლივ.

პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

TOEFL ტესტის ოლიმპიადა ინგლისურ ენაში.

9-1

2022 წლის 5 დეკემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში კომპანია English Book Education-მა ჩაატარა TOEFL ტესტის ოლიმპიადა ინგლისურ ენაში (პირველი ეტაპი).

TOEFL ტესტის ოლიმპიადა განკუთვნილია სასკოლო ასაკის მოსწავლეებისთვის, მე-3 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით და ამოწმებს მათი ინგლისური ენის ცოდნის დონეს საყოველთაოდ ცნობილი საერთაშორისო გამოცდის TOEFL ტესტის საშუალებით.

TOEFL ტესტის ოლიმპიადა შანსია მოსწავლეებისთვის, რომ ისინი სასკოლო ასაკშივე მიეჩვიონ საერთაშორისო საგამოცდო ფორმატით ტესტის წერას, ინსტრუქციების სწორად გაგებასა და პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტას. ოლიმპიადა საშუალებას იძლევა მოსწავლეებმა არამხოლოდ შეამოწმონ თავიანთი ინგლისური ენის ცოდნის დონე, არამედ გაიღრმავონ კიდეც ცოდნა ამ კუთხით.

ოლიმპიადაში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს გადაეცემა სერტიფიკატი კომპანია English Book Education-სგან.

გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდება თითოეული საფეხურიდან (Primary-1; Junior-1; ITP-1) და ისინი მიიღებენ TOEFL ტესტის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელსაც სხვადასხვა მიზნით (გაცვლითი პროგრამები, საზაფხულო სკოლები, დონის შემოწმება, პროგრესის მონიტორინგი და ა.შ.) გამოიყენებენ.

რადგან TOEFL ტესტი არის ETS Global-ის პროდუქტი, ყველა ნამუშევარი იგზავნება საზღვარგარეთ და 10 დღეში მოსწავლეები იღებენ თავიან შედეგებს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ტესტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ხარისხის განმსაზღვრელი, ყველაზე სანდო და საიმედო შეფასების სისტემით.

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს!

2022 წლის 1 დეკემბერს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: ,,ადამიანი - ემპათია - ლიტერატურა“.

8-1

ბატონმა გიამ სტუდენტებს საკუთარი წიგნები - ,,საუბრები უფროსკლასელებთან” და ,,ცხრისნახევარზე” წარუდგინა .

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

2022 წლის 3 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მობრძანდნენ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტის თსუ კულტურის კვლევების ინსტიტუტი/ Institute of Cultural Studies, TSU მკვლევარები პროფესორები ნინო ჩიქოვანი, ქეთევან კაკიტელაშვილი და ვანო წერეთელი.

7-1

მათ შეხვდნენ სკოლის ქართული კულტურის შემსწავლელთა კლუბის და მკითხველთა კლუბის მოსწავლეები და პედაგოგები მარინე ტალახაძე და პირიმზე რურუა.

შეხვედრა უაღრესად ნაყოფიერად წარიმართა.

სტუმრებმა სკოლას უსახსოვრეს კულტურის კვლევევათა ინსტიტუტის გამოცემები, საინტერესოდ ისაუბრეს კულტურის კვლევების აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე; მათ, ასევე, გამოხატეს ინტერესი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის საგანმანათლებლო და საკლუბო მუშაობისადმი.

შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეებისთვის.

დავსახეთ სამომავლო გეგმები.

ღია გაკვეთილი ისტორიაში

6-1

2022 წლის 2 დეკემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა პირიმზე რურუამ XII-4 კლასში ღია გაკვეთილი ჩაატარა თემაზე "ვენის კონგრესი და მსოფლიოს ახალი პოლიტიკური წესრიგი".

ექსკურსია დენდროლოგიურ პარკში

5-1

2022 წლის 29 ნოემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII - 4 კლასის მოსწავლეებს რუსული ენის მასწავლებელმა ევგენია ლომაძემ ჩაუტარა გასვლითი გაკვეთილი -ექსკურსია " ოქროსფერი შემოდგომა".

მოსწავლეებმა მოინახულეს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი.

პარკში ვიზიტის მიზანი იყო - თეორიული ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება, კომუნიკაციური კომპეტენციის ფორმირება, შემოქმედებითობის და ფანტაზიის განვითარება.

ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პირველ კლასში და ყველასთვის საყვარელი ღვაწლმოსილი სპორტის მასწავლებელი კარლო ტრაპაიძე.

4-1

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოჭადრაკეებს!

ტვინების ბრძოლის 2022 წლის გაზაფხულის სეზონის რეგიონულ პირველობაზე წარმატებული ასპარეზობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები:

318125175_606451254613829_344113158541470714_n
318180777_606451264613828_4178775953848452476_n

მარიამ ებრალიძე,

თამარ ტაკიძე,

ელენე გოგიჩაიშვილი,

ლუკა დოლიძე,

ნიკა ჩამბა ,

ნიკოლოზ ფუტკარაძე,

დემეტრე გოგიაშვილი,

ნარი თურმანიძე,

მიქაელ ალელიშვილი,

გოგა გაგუა

მასწავლებლები- ლამარა გოგიბერიძე და ხატია ხალვაში!

გილოცავთ!

გეო ეკოლოგიის კლუბის წევრების პრაქტიკა ისპაანის ჭაობში.

2-1

2022 წლის 22 ნოემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეო ეკოლოგიის კლუბის წევრები და კლუბის ხელმძღვანელი, გეოგრაფიის მასწავლებელი სოფიკო ხუხუნაიშვილი საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნით დაუკავშირდნენ კოლხეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტაციას და მოინახულეს ისპაანის ჭაობი.

მოსწავლეებს ცენტრის თანამშრომელმა სოფო თხილაიშვილმა გააცნო ჭაობების მნიშვნელობა; შემდეგ ნორჩი ეკოლოგები გავიდნენ აღკვეთილისა და ნაკრძალის ტერიტორიაზე, სადაც ნახეს მსოფლიო მნიშვნელობის თეთრი ხავსი.

გეო ეკოლოგების ვიზიტის შედეგები აისახა მოსწავლეთა საკონფერენციო ნაშრომში.

ქ. ბათუმის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის, მე - 7 ბ კლასის მოსწავლეებმა, შექმნეს მრავალჯერადად გამოყენებადი სასწავლო რესურსი გეოგრაფიაში.

1

მე - 7 ბ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს მაღალი პასუხისმგებლობით რის შედეგადაც შემაჯამებელი გაკვეთილების თითოეულ ეტაპზე აჩვენეს წარმატებული შედეგი. შემაჯამებელი გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებმა:

(ა) გაიმეორეს შესწავლილი და დამუშავებული მასალა გეოგრაფიაში.

(ბ) თითოეული თემის დამუშავების შედეგად მოიფიქრეს „საკვანძო კითხვები“.

(გ) „საკვანძო კითხვების“ გამოყენებით მოამზადეს სხვადასხვა დიზაინის კროსვორდები.

(დ) მომზადებული კროსვერდები წარადგინეს კლასის წინაშე და მიიღეს რეფლექსია, როგოც მასწავლებლისგან ისე თანაკლასელებისგან.

(ე) მოსწალეებს დაურიგდათ ერთმანეთის და პარალელური კლასელების მიერ მომზადებული კროსვორდები ორი მიზნით (1) შეევსოთ კროსორდები და (2) შეეფასებინათ კროსორდის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარე.

(ვ) მოსწავლეებმა და მასწავლებელმა წარმოადგინეს ზემოთ ჩამოთვლილი და განხორციელებული აქტივობების შეფასება რის შემდეგაც მე - 7 კლასის მოსწავლეებმა, მიღებული გამოცდილების გაზიარების, გააზრების და დასკვნების გამოტანის შედეგად, ერთობლივად დაგეგმეს საერთო საკლასო კროსვორდის, როგორც მრავალჯერადად გამოსაყენებელი რესურსის, შექმნა.

(ზ) მოსწალეებმა წარადგინეს საერთო საკლასო კროსვორდის პრეზენტაცია საკუთარ და პარალელურ კლასებში.

წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ ქ. ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას და განსაკუთრებით ნიჭიერ და შრომისმოყვარე მე - 7 კლასის მოსწავლეებს.

გეო ეკოლოგიის კლუბის წევრები სტუმრად ბსუ-შიგეო ეკოლოგიის კლუბის წევრები სტუმრად ბსუ-ში

317090066_603522578240030_5832813248942970542_n
🌏🦎 გეო ეკოლოგიის კლუბის წევრები სტუმრად ბსუ-ში
🦂🦎🐢2022 წლის 29 ნოემბერს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეო ეკოლოგიის კლუბის წევრები და მასწავლებელი სოფიკო ხუხუნაიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესწრებოდნენ ახალგაზრდა ნატურალისტთა საზოგადოების ინიციატივით ჩატარებულ ვორქშოპს

მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი

317348284_603037454955209_787349286376977922_n
📚📜10 ნოემბერს, 14:00 საათზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა საჯარო ლექცია ,,მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი.“

ჩემპიონი ძმები

316810240_602965328295755_1071592849879854204_n
ჩემპიონი ძმები
🏆🥇🥋დასრულდა საქართველოს თასი გოჯუ-რიუ კარატეში, სადაც გამარჯვება და ჩემპიონის სტატუსი მოიპოვეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა ძმებმა დაჩი და სანდრო ბასილაძეებმა!
🥋🏆გილოცავთ!
🥇დაჩი და სანდრო, გისურვებთ მომავალ დიდ სპორტულ წარმატებებს!👏👏👏

მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია

316551483_601591928433095_3560306571194949298_n
📚📜🏫 ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია
🌐📚24-25 ნოემბერი, 2022-2023 სასწ. წელი
მონაწილეები, მოხსენებები...

ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალი".

315908128_598288715430083_8066677920672170358_n
🌼🌞ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III-3 კლასი (დამრიგებელი თამუნა მექვაბიშვილი) სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ბორჯღალი".

მკითხველთა კლუბი

315770201_598283322097289_1396155930154226141_n
📚მკითხველთა კლუბი
📚📜2022 წლის 20 ნოემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლაში შედგა მკითხველთა კლუბის შეხვედრა ( კლუბის ხელმძღვანელი მარინა ტალახაძე) .
📚შეხვედრის თემა: 1. ნიკო ლორთქიფანიძე "ტრაგედია უგმიროდ";
📚2. ბიბლიური სიუჟეტის ასახვა თანამედროვე ხელოვნებაში.

სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი

316244366_598790822046539_3725776427660276298_n
🌐🏆♟სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი
♟🏆2022 წლის 20 ნოემბერს გაიმართა აჭარის სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ძმები გიორგი და დემეტრე გოგიაშვილები და ანა ონიაშვილი.

მოსწავლეთა საველე სასწავლო ტური სარფსა და გონიოში

316317624_596925628899725_5219671166796386262_n
⛪🗺მოსწავლეთა საველე სასწავლო ტური სარფსა და გონიოში
🏛🏞💒2022 წლის 19 ნოემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ქართული კულტურის შემსწავლელთა კლუბის მოსწავლეებმა (კლუბის ხელმძღვანელი პირიმზე რურუა) მოაწყვეს საველე-სასწავლო ტური გონიოსა და სარფში.

ხელოვნების გაკვეთილი მუზეუმში

316107419_596887905570164_7822336706637378973_n
🖼🎨ხელოვნების გაკვეთილი მუზეუმში
🎨🌼🌹2022 წლის 18 ნოემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VIII-3 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი მასწავლებელმა ნინო როგავამ მუზეუმში ჩაუტარა. ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იყო ჩვენი თანაქალაქელი მხატვრის ნათია-ფრიდა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ,,სიზმარი".
🎨🖼მოსწავლეებმა ყურადღებით დაათვალიერეს ნახატები, გაესაუბრნენ ავტორს, მოისმინეს ნამუშევრების შექმნის ისტორიები, ინსპირაციის წყაროები ბოლოს კი მიიღეს მიწვევა ფესტივალ,,განდაგანაზე".

წარმატებულ გიმნაზიელთა დაჯილდოება

315873105_594515949140693_4398252249231280972_n
📚🎓🌏წარმატებულ გიმნაზიელთა დაჯილდოება
📚🏆2022 წლის 16 ნოემბერს აჭარის განათლების სამინისტრომ გასული წლის ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.

ლეგოზე დაფუძნებული დიზაინერული აზროვნება

315755230_594360072489614_7785753346857324973_n
📚🌐ლეგოზე დაფუძნებული დიზაინერული აზროვნება
🌐🧩2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი უფროსკლასელთათვის თემაზე „ლეგოზე დაფუძნებული დიზაინერული აზროვნება“.
🌏🎓სემინარში მონაწილეობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა გუნდი.

ჭადრაკის ტურნირი

315545234_591718682753753_1538920173783078745_n
♟🏆2022 წლის 13 ნოემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჩატარდა სასკოლო საჭადრაკო ტურნირი V-XII კლასების მოსწავლეთა შორის (ღონისძიების ორგანიზატორები -მაია ჭანუყვაძე, დავით ონიაშვილი, კარლო ტრაპაიძე).
♟🌐ტურნირში მონაწილეობდა 30-ზე მეტი მოსწავლე.
🏆♟გამოვლინდნენ გამარჯვებულები - ძმები გიორგი და დემეტრე გოგიაშვილები და ანა ონიაშვილი.👏👏👏

ალექსანდრე ჯელია - წარმატებული გიმნაზიელი!

315019748_590971796161775_1547194444696613199_n
🏆📚🎓ალექსანდრე ჯელია - წარმატებული გიმნაზიელი!
🌏 31 ოქტომბერს ტექნოპარკში ჩატარდა HARDWARE StartUP ინკუბატორის Demo დღე, სადაც მონაწილეები წინასწარ დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარსდგნენ საკუთარი ბიზნეს იდეებითა და Hardware პროტოტიპებით.
🌏 საქართველოს მასშტაბით პროექტი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ტექნოპარკებში, სადაც მონაწილეებს უტარდებოდათ მიკროელექტრონიკისა (Arduino, Raspeberry PI with IOT) და ბიზნეს ტრენინგები/მენტორშიფები
🌐🏆 პროექტის დასკვნით ეტაპზე Demo დღეზე წარმატებულად მონაწილეობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ჯელია. (აჭარის რეგიონიდან წარდგენილი პროექტი - SmartWall )
📚🏆🎓ალექსანდრე, გისურვებთ წარმატებებს!👏👏👏

„ვაგროვებთ მაკულატურას ტყის გადასარჩენად“

314829428_590952079497080_4584929108289503788_n
🌼📚„ვაგროვებთ მაკულატურას ტყის გადასარჩენად“🌳
🌳🌹🌿ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეო ეკოლოგიის კლუბის წევრებმა (კლუბის ხელმძღვანელი სოფიკო ხუხუნაიშვილი) მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო აქცია ჩაატარეს თემაზე: „ვაგროვებთ მაკულატურას ტყის გადასარჩენად“ .🌴🌳🌐

მეცნიერი-პედაგოგები

315209722_590299912895630_114673599936687688_n
🔭🌐⚗📚მეცნიერი-პედაგოგები
📚🎓🌐10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა! 🔬🧬⚗📐
📚ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ეს დღე რამდენიმე აქტივობით აღვნიშნეთ.
🌐📜მასში ჩართული იყვნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
🏆🎓🌞ჩვენდა საამაყოდ გვსურს აღვნიშნოთ, რომ გიმნაზიაში არაერთი ახალგაზრდა მეცნიერი ასწავლის. სკოლაში მუშაობის პარალელურად ისინი ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან.
🔬📜🧪📚ნაცნობი პედაგოგები დღეს ახალ - მეცნიერის ამპლუაში იხილეს მოსწავლეებმა.

შეხვედრა საბავშვო მწერალთან

314381831_586589519933336_21160139057476114_n
📚🌞შეხვედრა საბავშვო მწერალთან
📚🌞2022 წლის 3 ნოემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IV-3 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენის პედაგოგმა რუსუდან თოიძემ სტუმრად მოიწვიეს საბავშვო მწერალი დალი თედორაძე.
📜🌼მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ავტორობით გამოცემული ზღაპრების წიგნი -"როგორ გაჩნდნენ დევები".
🌞🎓იმსჯელეს წაკითხულის შესახებ, შექმნეს და წარმოადგინეს კომიქსები.
🎈🧸ავტორსა და მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო და სახალისო საუბარი.
🌞🌻მწერალმა გულწრფელი პასუხები გასცა პატარების მიერ დასმულ შეკითხვებს .
🌹🌻🏵ბავშვების სურვილის გათვალისწინებით დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.
🌼🎈🧸IV-3 კლასის დამრიგებელი და ქართული ენის პედაგოგი რუსუდან თოიძე მადლობას უხდის ქალბატონ დალის გულისხმიერებისთვის!

წითელი ჯვრის ტრენინგი

314354650_586578016601153_4192771523675395652_n
🌐წითელი ჯვრის ტრენინგი
🏫2022 წლის 4 ნოემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებისთვის გადაუდებელი პირველადი დახმარების სწავლების მიზნით IX-X კლასების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა წითელი ჯვრის რეგიონალურმა ორგანიზაციამ.
🌐სწავლებას უძღვებოდა ბსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი სალომე დოლიძე.

ზღვის სანაპირო ზოლის დასუთავების აქცია შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით

312805173_583442703581351_7825536203380795870_n
🌊🌐ზღვის სანაპირო ზოლის დასუთავების აქცია შავი ზღვის დაცვის დღესთან დაკავშირებით
🌏🗺🌊31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეოეკოლოგიის კლუბის წევრებმა (ხელმძღვანელი სოფო ხუხუნაიშვილი) და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა დაასუფთავეს შავი ზღვის სანაპირო ზოლი, ასევე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით დაარიგეს მათ მიერ შექმნილი ბუკლეტები.

შავი ზღვის დაცვის დღე

313003792_583440340248254_6760576697038065869_n
🌏🌊შავი ზღვის დაცვის დღე
🌏🌐1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.
🌏🌊31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი აღინიშნება საქართველოშიც.
🌏🗺ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IX -2 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ნატალია სირაბიძემ პარალელურ კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარეს შემეცნებითი საუბრები თემებზე:
„31 ოქტომბერი-შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე";
„შავი ზღვის გეოგრაფია და მისი მნიშვნელობა";
„შავი ზღვის ქვეყნები და მოსახლეობა";
„შავი ზღვის ფლორა და ფაუნა".

"წარმოსახვითი მოგზაურობა" და "აჭარული ნაჭრელი"

312642133_581575527101402_7119341931932539747_n
🏫🏕"წარმოსახვითი მოგზაურობა" და "აჭარული ნაჭრელი"
🌏🏫📜2022 წლის 29 ოქტომბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ქართული კულტურის კლუბის მორიგი შეხვედრა შედგა (ხელმძღვანელმა პირიმზე რურუა).
🌼🌐შეხვედრის თემა: " კულტურული მრავალფეროვნება და წარმოსახვითი მოგზაურობა".
🏛🏘 შემდეგ ახალგაზრდები სტუმრობდნენ აჭარის ხელოვნების მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს მუზეუმის ექსპოზიცია და გამოფენა "აჭარული ნაჭრელი".

პროექტული სწავლება სამოქალაქო განათლებაში

313212764_580526517206303_5448652727230330102_n
🌏📖პროექტული სწავლება სამოქალაქო განათლებაში
🌐🏫მიმდინარე სასწავლო წელს პირველად ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის X კლასებში სამოქალაქო განათლებაში დაინერგა პროექტული სწავლება, რომელსაც ასწავლის ახალგაზრდა პედაგოგი ანა ანუშიძე.
📃📑 მოსწავლეების მიერ შერჩეული სასწავლო პროექტის მახასიათებლებით განისაზღვრა თემატიკა:
✅მდგრადი განვითარება
✅ციფრული მედეგობა
✅საკანონმდებლო აქტები მოსწავლეებისთვის
✅ პუბლიცისტური წერილები
✅პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგიები

ჰუმანური პედაგოგიკა

313334252_580048043920817_323919818103205416_n
🏫 2022 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში შალვა ამონაშვილის საგანმანათლებლო პროექტის ,,ჰუმანური საქართველო''-ს პრეზენტაცია გაიმართა.
📖 აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პროექტის მიზნები და ხედვები გაუზიარა.
📖 ღონისძიებაზე მიწვეული იყო ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაც, რომელსაც ამჯერად წარმოადგენდა ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზვიად ჩხენკელი
🌏სამომავლოდ ,,ჰუმანურ საქართველო''-სა და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას შორის მნიშვნელოვან და საინტერესო თანამშრომლობას ეყრება საფუძველი!

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

313309984_579841403941481_4942325520162359009_n
📚🌐ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ქიმიის პედაგოგი ნონა აბაშიძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების საგრანტო კონკურსის გრანტის მფლობელი გახდა თემისთვის "დასავლეთ საქართველოში მოწეული თაფლის ბოტანიკური წარმოშობის დასადგენად თაფლის მტვრიანების, ბიოაქტიური ნაერთებისა და ბიოლოგიური აქტიურობის კვლევა."

🌼🌏📚გილოცავთ, ნონა მასწავლებელო და გისურვებთ შემოქმედებით წარმატებებს!

NASA Space Apps Challenge 2022

313018520_579398810652407_1811552799721273434_n
🎓🌏🚀 ალექსანდრე ჯელია - NASA Space Apps Challenge 2022-ის წარმატებული მონაწილე!
🌏🎓📚🚀 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ალექსანდრე ჯელია დაჯილდოვდა Nasa Space Apps Challenge Apps 2022 პროგრამაში მონაწილეობისთვის!
🚀🌐1-2 ოქტომბერს ჩატარდა ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022 .
🚀🛰NASA Space Apps Challenge 2022 ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park მიერ. ხოლო თანაორგანიზატორია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”.

ტვინების ბრძოლა

312132388_579324963993125_5146472717889176683_n
🎓📖⚔ ტვინების ბრძოლა • Battle of Brains
🌏🏫 2022 წლის 25 ოქტომბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის "ტვინების ბრძოლა" პირველი ეტაპი ჩატარდა.
🌐📚თამაშში სხვადასხვა ასაკობროვ კატეგორიაში რამდენიმე ათეული მოსწავლე მონაწილეობდა.
📖🌏წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მოაზროვნეებს!

22 ოქტომბერი - ხის დარგვის საერთაშორისო დღე!

312260359_577732490819039_3147359675855302560_n
🌻🌼🌳🌲22 ოქტომბერი - ხის დარგვის საერთაშორისო დღე!
🌳🌲22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიება გაიმართა.
🌾🌴🌹 სატყეო სააგენტომ ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეკო-კლუბ „ცისნამი’’-სა და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლის აღსაზრდელებს ქობულეთში, თიკერის სანერგეში უმასპინძლა და ასამდე ფიჭვის ნერგის დარგვის შესაძლებლობა მისცა.
🌲🌴🌲☘🍁

შეხვედრა თავისუფალი და აგრარულ უნივერსიტეტის წარმომადგენელთან

311440256_574687817790173_1282827819253967597_n
📖🎓 2022 წლის 17 ოქტომბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში თავისუფალი და აგრარულ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა აბიტურიენტებისთვის სასწავლო პროგრამების გაცნობითი შეხვედრა ჩაატარა.
📖🎓აღსანიშნავია, რომ ჩვენს კურსდამთავრებულთა შორის მრავლად არიან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

ნაპოლეონი - ეპოქის შემქმნელი და ეპოქის მსხვერპლი

311663691_574091034516518_6698312798359962002_n
📚🏫🌏2022 წლის 19 ოქტომბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის XII-4 კლასის მოსწავლეებმა სანდრო კალანდაძემ, ნიკა მჟავანაძემ და თორნიკე სიხარულიძემ ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგინეს რეფერატი თემაზე: ⚔"ნაპოლეონი - ეპოქის შემქმნელი და ეპოქის მსხვერპლი" (მასწავლებელი პირიმზე რურუა).
🌐📖წარდგენის შემდეგ მსმენელებმა და მასწავლებელმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები და შეაფასეს თანაკლასელთა ნაშრომი.

ინგლისური ენის სწავლება პედაგოგებისთვის

310943201_564461642146124_834985394867002630_n
📜📚🇬🇧🇺🇸ინგლისური ენის სწავლება პედაგოგებისთვის
🇬🇧📒ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ჩვენი სკოლის პედაგოგებს გთავაზობთ ინგლისური ენის შესწავლას.
📖📚მეცადინეობას წარმართავს პედაგოგი ზეინაბ კონცელიძე.
📜🇬🇧მეცადინეობები ჩატარდება ოთხშაბათს და პარასკევს 14:30 სთ-ზე.
🌼სწავლება პედაგოგებისთვის არის უფასო.
🇬🇧📖🇺🇸გისურვებთ წარმატებებს!

რობერტ კაპას ობიექტივში

310442704_562298392362449_937600078308843920_n
🏛ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები 2022 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ.
🔶პედაგოგი პირიმზე რურუა.
🎥🎞მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო პროგრამა ,,რობერტ კაპას ობიექტივში”.
🎥🎞პროგრამას უძღვებოდა ხელოვნების მუზეუმის გიდი თეონა ქინქლაძე.

ქართული გალობა

unnamed
📢📢📢 ძვირფასო მშობლებო!

🎼🎵 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლასთან არსებობს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის
ქართული საეკლესიო გალობისა და ეთნომუსიკოლოგიის სკოლა!
🎶🎙სკოლაში სწავლება უფასოა!
მსურველებს შაბათობით
I-Vკლასების მოსწავლეებისთვის 14:00 სთ-ზე, ხოლო
VI კლასის ზემოთ 17:00 საათიდან N 100 აუდიტორიაში გელოდებათ პედაგოგი ეკა ბჟინავა, რომელსაც დეტალების დაზუსტების მიზნით შეგიძლიათ
დაუკავშირდით ტელ. 593284206!

🏫📚👩‍🎓🌺ბსუ-ს ყველაზე მაღალქულიანი პირველკურსელი სტუდენტი გიმნაზიელია! 👏👏👏👏👏👏📖📖📖📖🎓🎓🎓🎓

20.09.2022-1
20.09.2022-2
🏫📜📖👩‍🎓ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის კურსდამთავრებულმა ლელა მახარაძემ პირველი დიდი ნაბიჯი გადადგა წარმატებისკენ! 📚👏👏📖📖
📜თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ ბსუ-ში (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U) ყველაზე მაღალქულიან პირველკურსელ სტუდენტს ლელა მახარაძეს პრემია გადასცა 1 500 ლარის ოდენობით.
🎓🌼გილოცავთ, ლელა! 👏👏👏
🙏🙏🙏

🏫📚🎓🌺 გიმნაზიელთა წარმატება!

16.09.2022-2-1
🎓📚🌷ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 2021-2022 სასწავლო წელს დაასრულა 78 მოსწავლემ.
👩‍🎓👨‍🎓მათგან წელს 75 გახდა სტუდენტი!
📚📜გრანტი მოიპოვა :
🌼100% - 5 მოსწავლე,
🌼70 % - 6 მოსწავლე,
🌼50% - 9 მოსწავლე!
📚👩‍🎓👨‍🎓 გილოცავთ ჩვენო საამაყო ახალგაზრდებო! 👏👏👏
🙏გისურვებთ წარმატებებს!

📢📢📢 პატივცემულო მშობლებო!

16.09.2022-1
როგორც მოგეხსენებათ, გასულ წლებში თქვენსა და სკოლას შორის გაფორმდა შეთანხმების ბარათი, რომლის ფარგლებშიც თქვენ გამოხატეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი შვილის გარკვეული სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, კერძოდ, სასწავლო პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეო გამოსახულება გამოქვეყნებულიყო (ან არ გამოქვეყნებულიყო) სოციალურ ქსელში (სკოლის ოფიციალურ ფეისბუქის და ვებ გვერდებზე) .
გთხოვთ, თუ თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხზე შეიცვალა, განცხადებით მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას .
სხვა შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას გაგრძელდეს გასული წლის შეთანხმება, რადგან ვერიდებით პანდემიიდან გამომდინარე სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოსვლას.
ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ სკოლის ადმინისტრაცია.

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის აკადემიური კალენდარი (ანოტაციით)

15.09.2022-2-1
15.09.2022-2-2

🏫📖👨‍🎓👩‍🎓2022 წლის 15 სექტემბერი!

15.09.2022-1
📜📖🎓🎈ახალი სასწავლო წლის დასაწყისი!
🏫👨‍🎓👩‍🎓სკოლის კარი გიმნაზიელთა 31-ე თაობამ შემოაღო!👏👏👏
🌺📚🎓🎈🌷როგორც ყოველთვის, დღესაც იყო ბევრი ღიმილი და სიხარული, პატარების მოლოდინით და ინტერესით აღსავსე თვალები, მცირე სიურპრიზებიც, ყვავილები, ფოტოები!
🎈🎓🎈🎓🎈🎓🎈🎓🎈🎓
🌸🌹🙏წელსაც, ტრადიციულად, გადაიხადეს პარაკლისი სკოლის მოძღვრებმა, დალოცეს აღსაზრდელები, მათი მშობლები, პედაგოგები!
🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼
🏫📖🌺📜ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით, პირველკლასელებს და სკოლის პედაგოგებს საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ახალი, 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას!
🙏🌸გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!
14.09.2022-2-1
14.09.2022-1
📢📢 📢პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
📚📒📖 ძვირფასო გიმნაზიელებო!
🌺💚 პატივცემულო მშობლებო!
📚📒👩‍💻💙გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
📖🌹გისურვებთ ჯანმრთელობას!
🌺💚 სიმხნევეს!
🌺💚 წარმატებებს!
📚📒📖 15 სექტემბერს 9:00 საათზე, ვისაც გაქვთ სურვილი, მობრძანდით ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში (მის. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის სახ. ქუჩა N51), სადაც სკოლის მოძღვრები გადაიხდიან პარაკლისს პირველკლასელთათვის, მათი ოჯახის წევრებისა და პედაგოგებისთვის!
📚🌺🏫9:20 სთ-დან უკვე სკოლის შენობაში დაიწყება პირველკლასელთა საზეიმო მიღება!
🌺💚 მოსწავლეთა განაწილება კლასებში, ინფორმაცია აღმზრდელებისა და პედაგოგების შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ სკოლაში.
📚📓პირადი მონაცემების დაცვის ფაქტორის გათვალისწინებით, ინფორმაციას მოსწავლეთა კლასებში განაწილების შესახებ არ ვასაჯაროებთ!
🏫📚გ ე ლ ო დ ე ბ ი თ! 🌺💚

🏫📚🎈ღია კარის დღე

07.09.2022-1
📚🌺 2022 წლის 7 სექტემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოეწყო ღია კარის დღეს პირველკლასელთა მშობლებისთვის.
📖👨‍🎓👩‍🎓მშობლებს შეხვდნენ აღმზრდელები, პედაგოგები, დაწყებითი სწავლების საფეხურის სასწავლო ნაწილი და სკოლის დირექტორის მოადგილე.
📚🏫👨‍👩‍👧‍👧 მათ გააცნეს სტუმრებს სკოლის ისტორია, მისია, შინაგანაწესი, სასწავლო პროცესის თავისებურებები, სახელმძღვანელოები, უპასუხეს მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს, დაათვალიერებინეს სკოლა.
🏫📚👨‍👩‍👧‍👧ორივე მხარემ გამოხატა ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი.
01.09.2022–2-1
💕🏫🌺 ძვირფასო გიმნაზიელებო და მშობლებო, ჩვენი სკოლის გულშემატკივრებო!
🌺💕გადმოგცემთ რამდენიმე მშობლის ინიციატივას!
🎈📚 თუ თქვენ გაქვთ გასული წლებიდან დარჩენილი სახელმძღვანელოები, გიმნაზიის ფორმები (რომელსაც უკვე ვეღარ ირგებთ), მოიტანეთ სკოლაში!
💕🎈📚 სანაცვლოდ კი, იქნებ, თქვენც შეარჩიოთ სასურველი წიგნი ან ფორმა!
🌺💕 სკოლა უზრუნველყოფს ამ აქციის ორგანიზებას!
წიგნების, ფორმებისა და სხვა სასწავლო ნივთების მოტანა სკოლაში შეგიძლიათ ორშაბათიდან, 5 სექტემბრიდან!
📚🏫სკოლის ადმინისტრაციის სახელით მადლობას მოვახსენებთ ამ აქციის ინიციატორ მშობლებს!
01.09.2022–2-1
📚💻📖 აბიტურენტთა მომზადების ცენტრი
📚💻ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის აბიტურენტთა მომზადების ცენტრი აცხადებს მიღებას 2022-2023 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის.
📖🌏ამ ეტაპზე კომპლექტდება ჯგუფები ქართული ენასა და ლიტერატურაში და ისტორიაში . სხვა საგანიც დაემატება იმ შემთხვევაში, თუ მეცადინეობის მსურველი გამოჩნდება და ჯგუფი შედგება.
🏫ჯგუფში იმუშავებს 4-5 მოსწავლე.
📚🕰მეცადინეობა თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში სამჯერ, 1,5-2 ასტრონომიული საათი.
📖📚მოსამზადებელ კურსებს უძღვებიან მარინე ტალახაძე (ქართული ენა) და პირიმზე რურუა (ისტორია).
💻🌏სასწავლო წლის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება იმიტირებულ (ერთიანი ეროვნული გამოცდის ტიპის)გამოცდები.
🌏🏫 ყველა საჭირო სასწავლო და დამხმარე მასალით მოსწავლეებს უზრუნველყოფს სკოლა.
📚💻📖კურსის ღირებულება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის თითოეულ საგანში 100 ლარს, ხოლო არაგიმნაზიელთათვის 120 ლარს.
📜📄მსურველთა მიღება წარმოებს მშობლის განცხადების საფუძველზე.
📚🖋დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ სკოლის კანცელარიაში.
01.09.2022-1
🎓📚🎨🖼 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის კურსდამთავრებული დაჩი გიორგი გარუჩავა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის //University of the Arts in Berlin, Germany // სტუდენტი გახდა!
🎨🎨🎨🎨🎨🎨🎨🎨🎨🎨🎨
💕 დაჩი, გილოცავთ დიდი სიყვარულით და მომავალშიც გისურვებთ დიდ წარმატებას!
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
ჩვენ ვამაყობთ შენით!💚
22.08.2022-1
თავისუფალი უნივერსიტეტის MACS[E]-ის სკოლის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, გიორგი ნიგალიძე მუშაობას Amazon-ში დაიწყებს.
გიორგი სექტემბრიდან Amazon-ის გდანსკის (პოლონეთი) ოფისში იმუშავებს Software Development Engineer-ის პოზიციაზე Alexa AI-Natural Understanding-ის გუნდში.

ა(ა)იპ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის I-XII კლასების სახელმძღვანელოების ჩამონათვალი

🌎 მედიაწიგნიერების ტრენინგი

09.08.2022-1
💻 2022 წლის 6 აგვისტოს მედიის განვითარების ფონდმა MDF ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის მხარდაჭერითა და The Critical Mass LLC-თან თანამშრომლობით ბათუმში პედაგოგებისთვის მედია და ინფორმაციული წიგნიერების ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა გახსნა.
✅ინტენსიური ტრენინგის მოდული სკოლებში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ისეთი კომპეტენციების განვითარებას ითვალისწინებს, როგორიცაა მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზი, ყალბი ინფორმაციის, ვიზუალისა და ანგარიშების იდენტიფიცირება, ღია წყაროების გამოყენებით ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამა ასევე ითვალისწინებს კიბერუსაფრთხოების და კიბერბულინგის საკითხების სწავლებას.
🔎 შეხვედრა MDF-ის ახალი ინიციატივის “მედიაწიგნიერი სკოლები საზოგადოების მედეგობისთვის საქართველოში” ფარგლებში ჩატარდა.
🔍📖 ტრენინგის მუშაობაში აქტიურად მონაწილებდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები ანა სლუსარევა, ნატალია ფრუიძე და ზვიად ჩხენკელი.

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა ფორმის ესკიზები

07.08.2022-1
07.08.2022-2
07.08.2022-3
07.08.2022-4
07.08.2022-5
07.08.2022-6

🌎📚 "ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ”

26.07.2022-1
📚🎓🎹 2022 წლის 25 ივლისს „შავი ზღვის ხელოვნების საერთშორისო ფესტივალის“ ფარგლებში ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამომცემლობა „ინტელექტმა“ წარადგინა წიგნი 📖📒 “ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ”- ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია სურათებში.
📚🌎წიგნის შესახებ ისაუბრეს გამომცემლობის წარმომადგენლებმა გვანცა ჯობავამ (Gvantsa Jobava ) და მაკა ლდოკონენმა .
🇬🇪🇺🇸 🌐 პრეზენტაცია მიეძღვნა აშშ-ის და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
📚🌎ღონისძიებას ესწრებოდნენ ფესტივალის დამფუძნებელი, სახელოვანი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე კრისტოფერ ანდერსონი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და სხვები.
📖📚 აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ საგანგებოდ მოწვეული ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ საღამოს მსვლელობაში.
📚📒💚უღრმეს მადლობას მოვახსენებთ გამომცემლობა "ინტელექტს" როგორც ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემისთვის, ასევე, ჩვენი მოსწავლეების ჩართვისთვის პროგრამაში.
21.07.2022
🏫 📚📜 ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა - 30 წლიანი ღირსეული და მდიდარი ისტორიით!
💚"მოიპოვე გული გონიერი!"💚💚
16.07.2022
📚🎓ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგს ლევან სამსონიას ვულოცავთ დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას!
სადისერტაციო თემა: "საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება აჭარაში XX საუკუნის 30-იან წლებში".
დისერტაციის დაცვის თარიღი: 15 ივლისი 2022 წელი👏👏👏

🎓📚 მედალოსანთა დაჯილდოება

12.07.2022-1
⛪️🏫 2022 წლის 12 ივლისს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ტრადიციულად დააჯილდოვა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მედლებითა და ერთჯერადი სტიპენდიებით!
❤👏🎓წლევანდელი მედალოსნები არიან:
🎓ელენე დოლიძე
🎓ნუკა ნაკაშიძე
🎓ლილე ტორონჯაძე
🎓მარი იაშვილი
🎓სალომე ჩოგოვაძე
🎓მარი კეშელავა
🎓ნინი ჩხეიძე
🎓ნინი არძენაძე
💕გილოცავთ! 👏👏👏
💕გისურვებთ წარმატებებს!🙏

🎓🌼📚გუნდი "სალამურა" - "ტვინების ბრძოლი" ოლიმპიადის გამარჯვებული!

13.07.2022–1
🎓📚🎆🥇ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულისნ სახელობის სკოლის გუნდი ,,სალამურა" მონაწილეობდა ,,ტვინების ბრძოლის" რესპუბლიკური სასკოლო ოლიმპიადის U5 ასაკობრივ კატეგორიაში .
🥇📚"სალამურა" აჭარის რეგიონში წარმატებით და ღირსეულად წარსდგა სხვა გუნდებს შორის და პირველობა მოიპოვა, ხოლო საქართველოს მაშტაბით მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულ გუნდს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა!
🎓📚🌼🎆გუნდის წევრები არიან:🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼🌼
🎓📚დემეტრე გოგიაშვილი
🎓📚ნარი თურმანიძე
🎓📚მიქაელ ალელიშვილი
🎓📚ნიკოლოზ ფუტკარაძე
🎓📚გოგა გაგუა
🌸📚გუნდის ხელმძღვანელი - მათემატიკის მასწავლებელი ხატია ხალვაში. 👏👏👏
🥇🎆გილოცავთ!
📚🎓გისურვებთ წარმატებებს!👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

🌏🏕🧭🏞 რთული და აკრძალვებით დატვირთული სასწავლო წლის დასრულებისას შესაძლებელი გახდა თანაკლასელთა ქალაქგარეთ ექსკურსიაზე წასვლა, ბუნებაში დასვენება, გალაღება, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

19.06.2022-1
🌏🎈🌼2022 წლის 16 ივნისს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VIII-6 კლასის მოსწავლეები დამრიგებელ მაია ახალაძესა და ისტორიის პედაგოგ ნატალია სირაბიძესთან ერთად იმერეთს სტუმრობდნენ.
ექსკურსია შესაბამისი რეგულაციებისა და წესების სრული დაცვით ჩატარდა.

🎈🎼🌺💕🌸ტრადიციულად, "მხიარული მელოდიების"🎵🎵💚 შემაჯამებელი კონცერტით დასრულდა მიმდინარე სასწავლო წელი.

19.06.2022-1
🌻🌼🌺 პატარებმა და გუნდის ხელმძღვანელმა ეკა ბჟინავამ ფერადი, ლამაზი, ხალისიანი სანახაობა წარუდგინებს თანატოლებს, მშობლებს, ახლობლებს!
🎈🌼🎀კონცერტს საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა "მხიარული მელოდიების" დიდი მეგობარი პატარა დამიანე ნაცვლიშვილი.

📚🏫 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დიაგნოსტიკური ტესტირება IV, VI, IX, X, XI კლასებში.

18.06.2022-1
🌐📚ტესტირება აღნიშნულ კლასებში ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ცალკეულ საგნობრივ ბლოკში შემავალ საგნებში.
📔📖დიგნოსტიკური ტესტირება მიზნად ისახავს განვლილი რთული პანდემიური სასწავლო წლების შედეგების შესწავლას.
📜📒შედეგების ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი წლისთვის ეფექტური სასწავლო პროცესის დასაგეგმად.
📚📕ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაშრომების გასწორება და შედეგების ანალიზი და კვლევა, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია გააცნობს სასკოლო საზოგადოებას და მშობლებს განსახილველად.
ყველა მოსწავლეს და მათ პედაგოგს ვუსურვებთ წარმატებებს!
08.06.2022–2-1
🎨🖼 ულამაზესი და საინტერესო ნამუშევრები გამოფინეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VIII-5 და VIII- 6 კლასის მოსწავლეებმა (ხელოვნების მასწავლებელი თამუნა წულაძე)- ცნობილი ფერწერული ტილოების მიხედვით შესრულებული 3 D სახის დიორამები ეპოქის დამახასიათებელი მხატვრული ნიშნებით.
👏👏👏👏

🏇🏇🧢 2022 წლის 3 ივნისს ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის V-1 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი ალექსანდრე მელიქაძე ა(ა)იპ "ბათუმის საცხენოსნო კლუბს" ეწვივნენ. 🐎🐎🐎🐎

08.06.2022-1
🧢🏇 🎠მოსწავლეებს მასტერკლასი ჩაუტარა ტრენერმა გიორგი ძინძიბაძემ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ინგლისურ-ამერიკული ჯიშის ფაშატით, სახელად - "ავანტაჟი". ბავშვებმა გაიცნეს , ასევე, "ქსანი" (ახალთექური, იშვიათი ჯიშის ულაყი) და "გალათეა" (გერმანული ჯიშის ულაყი);
🐎🧢💻მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია თემაზე: ისტორიაში ყველაზე ცნობილი ცხენების და მხედრებისშესახებ.
აღნიშნულის წარდგენა მეტად უჩვეულო გარემოში - თავლაში მოხდა, რამაც ძალიან დიდი ხიბლი შემატა აღნიშნულ აქტივობას.
🧢🐎💚💻🏇რა თქმა უნდა, ფოტოები ვერ აღწერს სრულად ემოციებს და საჯინიბოში არსებულ სიცოცხლით სავსე გარემოს.

🎥03.06.2022. ჩვეთან, გიმნაზიაში! 📚📒💻📹😍🌞💚🎈

04.06.2022–2–1

📚 2022 წლის 3 ივნისს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი. მან მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და პანდემიის დროს გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მავნე გავლენაზე ესაუბრა.

04.06.2022–1
📚 ტრენინგების სერიის "ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტები და პირველწყაროს მოძიების ხერხები ისწავლეს და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზებაზე იმუშავეს.
📚 ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მედიის განვითარების ფონდი, MDF

03.06.2022-1
🤩დღეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მედიაწიგნიერების ტრენინგზე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი გვეწვია და მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და პანდემიის დროს გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მავნე გავლენაზე ესაუბრა.
🔎 ტრენინგების სერიის "ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით" ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტები და პირველწყაროს მოძიების ხერხები ისწავლეს და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზებაზე იმუშავეს.
📚 ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

🎓📚📖 საამაყო გიმნაზიელი - მარი ვერულაშვილი! ❤️

02.06.2022-1
🎓📚 იცნობდეთ! ❤️
🌺🌸მარიმ 2011 წელს დაასრულა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა,
🌺🌸 შემდეგ კი ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, საბაკალავრო პროგრამა - ჰუმანიტარული მეცნიერებები: ანგლისტიკა
🌺🌸 2014-2016 წ.წ. - ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრატურა სპეციალობით- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები;
🌺🌸 2015-2021 წ.წ. - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი - საქართველო (IRI Georgia), სპეც. პროგრამის ხელმძღვანელი;
🗽🏦🌺🌸 2021-2022 წ.წ. - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის (ვაშინგტონი, აშშ) პოლიტიკის მართვის მაგისტრატურა;
🗽🏦🌺 2022 წ. მაისიდან დღემდე მარი მუშაობს მსოფლიო ბანკში (ვაშინგტონი, აშშ).
🗽🏦🌺 ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის არიან აშშ ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ესპანეთის ამჟამინდელი მეფე ფელიპე IV, იორდანიის მეფე აბდულა II, CIA-ს ყოფილი დირექტორი ჯორჯ ტენეტი, „სითიგრუფის“ თავმჯდომარე და CEO მაიკლ პრინცი, კინოკომპანია Warner Brothers-ის თავმჯდომარე და CEO ენნ სერნოფი, მრავალი სხვა ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე და ჩვენი მარი!!! ❤️👏

🎈🌞🎭1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა.

01.06.2022–3-1
🎭🧸🎈🎀ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის II-2 კლასის მოსწავლეები და ქართული ენის მასწავლებელი მაია იმნაძე ბათუმის თოჯინების თეატრში ესწრებოდნენ სპექტაკლის “ალადინის თასი” პრემიერას.
🧸🎭💕🎈პატარებმა სპექტაკლის შემდეგ დაათვალიერეს თეატრის საინტერესო და იდუმალი სამყარო და ისაუბრეს სპექტაკლის შესახებ.

🌏💒🕌🏰 2022 წლის 1 ივნისს VIII-6 კლასის მოსწავლეებს ისტორიის გაკვეთილი თემაზე " რატომ მოხდა რეფორმაცია დასავლურ ეკლესიაში?" ჩაუტარდათ არაფორმალურ გარემოში, გაკვეთილს უძღვებოდა ისტორიის მასწავლებელი ნატალია სირაბიძე.

01.06.2022–2-1
🌏მოეწყო მინი-ექსკურსია ქალაქში არსებულ სხვადასხვა აღმსარებლობის პირთა სამლოცველოებში.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს როგორც მართმადიდებლური, ასევე კათოლიკური, გრიგორიანული ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა, შეხვდნენ და ესაუბრნენ სხვადასხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებს.
🌏📚💕სასიამოვნო და შემეცნებითი ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ რელიგიური შემწყნარებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების მქონე საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.
მერვეკლასელებს გაუჩნდათ სურვილი ნახატებითა და ესსეებით გაუზიარონ შთაბეჭდილება თავიანთ თანატოლებს.

🌏🌞💕1 ივნისი- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

01.06.2022-1
🌞📚🌏ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII-1 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლის ნატალია სირაბიძის
დახმარებით შექმნეს🎁 "საგანძურის სკივრები", მათში მოათავსეს საგნები, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავდნენ ბავშვთა უფლებებს.
🌏🎁🎀🧸სახალისო და საინტერესო სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვებმა კრეატიული და ორიგინალური იდეებით შედგენილი საგანძურის სკივრების გამოფენაც მოაწყვეს ჩვენი სკოლის დერეფანში!🌞🎈
31.05.2022-2-1
🌏🏕🧭2022 წლის 28 მაისს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IX-3 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელმა ნანა ჭელიძემ და მოსწავლეთა მშობლებმა გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოაწყვეს სამეგრელოში, დაათვალიერეს ნოქალაქევი, სტუმრობნენ ზუგდიდში დადიანების სასახლე.
⛰🌏ექსკურსია რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა.
31.05.2022-1
🌷💐🌿🌸 2022 წლის 31 მაისს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI-1 კლასის მოსწავლეებმა ბუნების მასწავლებელ ნანა ჭელიძესთან ერთად ყვავილები დარგეს და გაალამაზეს ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზო. პატარებმა ბევრი იხალისეს და სამომავლოდაც დაგეგმეს "მწვანე გაკვეთილები"
29.05.2022-1
📚🎓2022 წლის 24 მაისს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ჩატარდა "ტვინების ბრძოლა" - დაძაბული და ხალისიანი ინტელექტუალური თამაში. მონაწილეობდნენ IV-XI კლასების მოსწავლეები.
25.05.2022-1
🖼🎨 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IV-3 კლასის მოსწავლეებმა ისწავლეს კომიქსების ხატვა და საინტერესო და სახალისო ნამუშევრების გამოფენაც მოაწყვეს (მასწავლებელი ირინე სევოსტიანოვა). 🌹

🌐🌏 ბათუმის ახალგაზრდული ფორუმის ორგანიზებით სასტუმრო "ჰილტონში" ჩატარდა მორიგი ღონისძიება პროექტის ,,თემის მობილიზაცია და თანამონაწილეობა" ფარგლებში, რომელსაც world vision საქართველო ახორციელებს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის UNHCR ფინანსური მხარდაჭერით.

24.05.2022-2-1
🌐🌏 ამ მნიშვნელოვან ფორუმში დელეგატის სტატუსით მონაწილებდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები:
🌐 მია მინაშვილი,
🌐 ანა ძნელაძე,
🌐 თამარ ჩანჩიბაძე,
🌐 ოთო კახიძე,
🌐 თორნიკე შალვაშვილი,
🌐 ელისაბედ რომანაძე .
🌐🌏📚წარმატებებს გისურვებთ ახალგაზრდებო!

⚽️🥇ეს საოცარი ბიჭი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI- 5 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ჯიჯავაძეა.

24.05.2022-1
⚽️🥇სულ ახლახან ის ლატვიაში გამართულ Kaunas Football Fest ტერნირზე საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ხოლო მისმა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა! 👏👏👏👏👏👏👏👏👏
⚽️ გილოცავთ ნიკოლოზ და ვიცით, რომ მომავალშიც არაერთხელ გაგვახარებ!🎆🏆

წიგნიერის გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ და დავასაჩუქრეთ 😍😍😍

23.05.2022-1
ანანო წიკლაური, თამარ ჩანჩიბაძე, ეთუნა ასანიშვილი - ძალიან გვიხარია, რომ გაგიცანით! წარმატებებს გისურვებთ!

⛪🎓🌞📚 ბოლო ზარი-2022!

20.05.2022–2-1
🎓🌞 ტრადიციულად პარაკლისით, დალოცვით, კეთილი სურვილებით, სიყვარულით, სიხარულით, მცირედი სევდით გავაცილეთ დღეს გიმნაზიელთა კიდევ ერთი, 23-ე გამოშვება ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლიდან!
🎈გილოცავთ! წარმატებებს გისურვებთ! 💜
🎈 გვიყვარხართ!
🌐🎈🙏💜🌺💛

⛪🎓🌞📚გიმნაზიელთა კიდევ ერთი, 23-ე გამოშვება გავაცილეთ დღეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლიდან!

20.05.2022-1
🎈🌻გილოცავთ!💜
🌐🎈ვიცით, რომ გამორჩეული, გონიერი და ლამაზი, განათლებული ახალგაზრდები ხართ!
🙏💜🌺💛მადლობელი ვართ იმ წრფელი სიტყვებისთვის, უდიდესი სითბოს, სიყვარულის, სიკეთისათვის, რაც დღეს გამოხატეთ გიმნაზიის მიმართ!
📜🎈ჩვენც ვცადეთ, რომ მცირედი სამახსოვრო საჩუქარი მოგვემზადებინა თქვენთვის!

📚⛪ 17 მაისი პოეტ ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა.

17.05.2022-1
📜 ბატონი ფრიდონის საფლავთან ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში დღეს ტრადიციულად შეიკრიბნენ ოჯახის წევრები, მწერლები, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.
📜📚 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეოთხე და მეხუთე კლასების მოსწავლეებმა ქართულის პედაგოგებთან ალექსანდრე მელიქაძესა და ლამარა გოგიბერიძესთან ერთად პატივი მიაგეს ბატონ ფრიდონ ხალვაშის ხსოვნას, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს პოეტის შემოქმედების შესახებ.

🎓📚 2022 წლის 11 მაისს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში XI-4 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ისტორიაში თემაზე 🌐 "დიდი იმპერიების საგარეო-პოლიტიკიური კურსის გავლენა საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე" (მასწავლებელი პირიმზე რურუა).

14.05.2022-1
📚 მოსწავლეებმა ისტორიული ფაქტების მოშველიებით, ანალიზითა და არგუმენტირებული მსჯელობით შეძლეს აუდიტორიისთვის ეჩვენებინათ ეპოქის მნიშვნელოვანი ასპექტები.

📚🎓 📜2022 წლის 4 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის რამაზ სურმანიძის სამკითხველო დარბაზში აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის დაბადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარდა ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის XII-4 კლასის ღია გაკვეთილი ბიბლიოთეკაში საქართველოს ისტორიაში - ,,ჩვენი დიდგორი“ ( პედაგოგი პირიმზე რურუა).

04.05.2022-1
📜📚გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტური ფილმი ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის შესახებ.
📜📚🎓 ბიბლიოთეკაში სტუმრად ბრძანდებოდნენ და აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე მოიგონეს ისტორიკოსებმა, პროფესორებმა ნანა ხახუტაიშვილმა და ნადიმ ვარშანიძემ.

📒🖊💻📚ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში აქტიურად მუშაობს ინტელექტკლუბი, რომელსაც ხელმძღვანელობს პედაგოგი ზვიად ჩხენკელი.

16.04.2022-1
2022 წლის 15 აპრილს გაიმართა ინტელექტუალური კლუბის ვიქტორინის რიგით მე-8 შეხვედრა. კლუბის შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ VIII-IX კლასის მოსწავლეები.

📚🎈🌞შეხვედა მწერალთან

15.04.2022-1
🌞🌈მწერალთან შეხვედრით აღნიშნეს დედა ენის დღე ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის II-1 კლასის მოსწავლეებმა.
🎈📚ქალბატონმა დალი თედორაძემ საკუთარი ზღაპრები წაუკითხა პატარებს.
💞🌈ღონისძიების
ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა ლორთქიფანიძე.

📚🎓💻ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებმა კვლავ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს კინგსის ოლიმპიადაზე.

08.04.2022–2-1
📒🖊სხვადასხვა საგანში მედლებით, დიპლომებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ:
🎓 ილია ჩხატარაშვილი,
🎓თეკლა დონდოლაძე,
🎓ნიკოლოზ მესხი,
🎓ნუცა ნიკოლაიშვილი,
🎓ანდრო ხალვაში,
🎓რატი ვარშალომიძე,
🎓მარიამ ჩხატარაშვილი,
🎓ნიკოლოზ აცინბა,
🎓ნინია ჩავლეიშვილი,
🎓დალი დუმბაძე,
🎓ანასტასია დუმბაძე,
🎓გიორგი ჩავლეიშვილი
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
📚გილოცავთ! 🏆
📚გისურვებთ წარმატებებს!🏆

💻 2022 წლის 8 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს კიბერ აკადემიის ( Cyber Academy - კიბერ აკადემია ) წარმომადგენლებმა დემიდ ფასეიშვილმა და კახი კახიძემ.

08.04.2022-1
💻📒🖊კიბერ აკადემიაში ახალგაზრდებს საშუალება აქვთ სკოლაში სწავლის პარალელურად დაეუფლონ მომავლის პროფესიებს.
06.04.2022-1
📚თამარ ჩანჩიბაძე- ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ფლექსის პროგრამის გამარჯვებული, მომავალი სასწავლო წლიდან სწავლას გააგრძელებს აშშ-ში!
📚🎓 გილოცავთ, ჩვენო საამაყო თამარ! გისურვებთ წარმატებებს!
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏

🌐📣 გიმნაზიელები ვერთიანდებით გიმნაზიელისთვის!

02.04.2022-1
🎼🎵🎶🌺2022 წლის 1 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომლითაც გამოვხატეთ ჩვენი თანადგომა ერთ-ერთ მოსწავლის მიმართ.
🌺🌐ხალხმრავლობა დარბაზში საოცარი ერთსულოვნება სუფევდა, კონცერტის ყველა მონაწილე პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა საქმეს!
🙏💞გვჯერა, ჩვენი პატარა მეგობარი მალე სრულად გამოჯანმრთელდება!

🏆🏐ფინალური მატჩი ფრენბურთში

30.03.2022-1
🏆ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში დასრულდა ფრენბურთის ტურნირი უფროსკლასელთა შორის.
🏆🏐ტურნირის ორგანიზატორია სპორტის მასწავლებელი მიხეილ სალუქვაძე.
🏆2022 წლის 29 მარტს გაიმართა ფინალური შეხვედრა IX-1 და X-2 კლასის მოსწავლეთა შორის.
ფინალი მეცხრე კლასელთა გამარჯვებით დასრულდა (კაპიტანი ტატო მანველიძე)
🥇გილოცავთ!
🥇გისურვებთ წარმატებებს!

🌼🌎💫 დედამიწის საათი 2022!

28.03.2022-1
🌳🌲🌞 დედამიწის საათი მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.
🌼🌎💫 ამ დღეს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო სასტუმრო „შერატონთან“ ერთად უკვე წლებია ტრადიციულად ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნავს.
სწორედ ასეთი ღონისძიება შედგა , 26 მარტს სასტუმროს ფოიეში, რომელსაც ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდულის სახელობის სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები (სესილი გათენაძე და ეკატერინე ბჟინავა) ესწრებოდნენ.

🌲🌳🌴ტყის საერთაშორისო დღის კვირეული!

24.03.2022-1
🌿🌳🌲 23 მარტს ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით მორიგი საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები.
🌵🌾გამოცდილმა მეტყევეებმა მოზარდებს მცირე სემინარი ჩაუტარეს ტყეების განახლების მნიშვნელობის შესახებ და ბავშვებთან ერთად ნაძვის ნერგები დარგეს.
🌲🌳🌳🌲 აღნიშნული კვირეულის ფარგლებში თიკერის სატყეოში 300 ახალი ნერგი დაირგო.

🏆👏🤺 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ელენე ნაკაშიძე თბილისში, ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში 28-31 მაისს გამართულ აფხაზეთის ღია პირველობაზე ხმლით ფარიკაობაში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა! ვულოცავთ ელენეს პირველ სერიოზულ გამარჯვებას და მომავალშიც ველოდებით დიდ წარმატებებს!

29.05.2021-3 (1)
29.05.2021-3 (2)

🏆💙სანდრო, გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!

29.05.2021–2 (1)
29.05.2021–2 (2)
29.05.2021–2 (3)