ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა ერთ-ერთი პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა აჭარაში, რომელმაც გამოთქვა სურვილი პროფესიულ კოლეჯ „გოლდენ სიი“-სთან თანამშრომლობით მისცეს თავის მოსწავლეებს და დაინტერესებულ პირებს პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობა.
მემორანდუმის გაფორმების პროცესს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ჯემალ სურმანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კაბინეტის უფროსი ასლან ლორთქიფანიძე, აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საინფორმაციო ცენტრის — DCFTA ექსპერტი ეკატერინე თარგამაძე , სასტუმრო “გრანდ გლორიას“ გენერალური დირექტორი მურათ თანსუ, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები და კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის წარმომადგებლები.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის დირექტორმა დეკანოზმა იაკობ ბენიძემ და კოლეჯ „გოლდენ სიი“-ის დირექტორმა ლეილა გოგიტიძემ.