2022 წლის 19 ოქტომბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის XII-4 კლასის მოსწავლეებმა სანდრო კალანდაძემ, ნიკა მჟავანაძემ და თორნიკე სიხარულიძემ ისტორიის გაკვეთილზე წარმოადგინეს რეფერატი თემაზე: "ნაპოლეონი - ეპოქის შემქმნელი და ეპოქის მსხვერპლი" (მასწავლებელი პირიმზე რურუა).
წარდგენის შემდეგ მსმენელებმა და მასწავლებელმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს მოსაზრებები და შეაფასეს თანაკლასელთა ნაშრომი.