მედიაწიგნიერების ტრენინგი

📚 2022 წლის 3 ივნისს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჩატარდა მედიაწიგნიერების ტრენინგი.
ტრენინგს ესწრებოდა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი, ღასან ხალილი. მან მოსწავლეებს მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და პანდემიის დროს გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მავნე გავლენაზე ესაუბრა.
📚 ტრენინგების სერიის «ნუ დაინფიცირდები დეზინფორმაციით» ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა ინფორმაციის გადამოწმების ინსტრუმენტები და პირველწყაროს მოძიების ხერხები ისწავლეს და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზებაზე იმუშავეს.
📚 ტრენინგების სერია და საინფორმაციოა კამპანია UNICEF Georgia-სთან პარტნიორობითა და USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.