მომავალში სკოლა ტექნიკურად აღჭურვება იმისთვის, რომ პროფესიული კურსები განხორციელდეს სკოლის ბაზაზეც. პროფესიული დუალური განათლება, ერთი მიმართულებით ორ პოზიციაზე მიმდინარეობს, ერთი — პროფესიული საგანმათლებლო დაწესებულება, სადაც სტუდენტი პროფესიისათვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას იღებს, ხოლო მეორე — კომპანია/საწარმო, სადაც სტუდენტი პროფესიის დაუფლებისათვის საჭირო უნარებს ითვისებს.
გაგაცნობთ პროექტის პირველი ეტაპის რამდენიმე მონაწილეს:
— თამთა ფერსელიძე — გაიარა მოკლევადიანი მომზადებია კურსი და დასაქმდა 3 თვის განმავლობაში ზაფხულის სეზონზე;
— იოანა თავაძე — გაიარა მოკლევადიანი მომზადება კონდიტერის სპეციალობით და დაენიშნა სტიპენდია სამი თვის განმავლობაში;
— თეკლა თავაძე — გაიარა მოკლევადიანი კულინარის კურსი ქართული და ევროპული სამზარეულოს მიმართულებით, დაენიშნა სტიპენდია სამი თვის განმავლობაში.
სკოლა და კოლეჯი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან; გამოცდილებიდან გამომდინარე ვგეგმავთ უფრო დახვეწილი და მოქნილი სისტემის შექმნას.