📚🌞შეხვედრა საბავშვო მწერალთან
📚🌞2022 წლის 3 ნოემბერს ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IV-3 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენის პედაგოგმა რუსუდან თოიძემ სტუმრად მოიწვიეს საბავშვო მწერალი დალი თედორაძე.
📜🌼მოსწავლეებმა წაიკითხეს მისი ავტორობით გამოცემული ზღაპრების წიგნი -«როგორ გაჩნდნენ დევები».
🌞🎓იმსჯელეს წაკითხულის შესახებ, შექმნეს და წარმოადგინეს კომიქსები.
🎈🧸ავტორსა და მოსწავლეებს შორის გაიმართა საინტერესო და სახალისო საუბარი.
🌞🌻მწერალმა გულწრფელი პასუხები გასცა პატარების მიერ დასმულ შეკითხვებს .
🌹🌻🏵ბავშვების სურვილის გათვალისწინებით დაიგეგმა მომავალი შეხვედრა.
🌼🎈🧸IV-3 კლასის დამრიგებელი და ქართული ენის პედაგოგი რუსუდან თოიძე მადლობას უხდის ქალბატონ დალის გულისხმიერებისთვის!