🖼🎨ხელოვნების გაკვეთილი მუზეუმში
🎨🌼🌹2022 წლის 18 ნოემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VIII-3 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი მასწავლებელმა ნინო როგავამ მუზეუმში ჩაუტარა. ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი იყო ჩვენი თანაქალაქელი მხატვრის ნათია-ფრიდა ბოლქვაძის პერსონალური გამოფენა ,,სიზმარი».
🎨🖼მოსწავლეებმა ყურადღებით დაათვალიერეს ნახატები, გაესაუბრნენ ავტორს, მოისმინეს ნამუშევრების შექმნის ისტორიები, ინსპირაციის წყაროები ბოლოს კი მიიღეს მიწვევა ფესტივალ,,განდაგანაზე».