
31 ოქტომბერს ტექნოპარკში ჩატარდა HARDWARE StartUP ინკუბატორის Demo დღე, სადაც მონაწილეები წინასწარ დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე წარსდგნენ საკუთარი ბიზნეს იდეებითა და Hardware პროტოტიპებით.

საქართველოს მასშტაბით პროექტი 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ტექნოპარკებში, სადაც მონაწილეებს უტარდებოდათ მიკროელექტრონიკისა (Arduino, Raspeberry PI with IOT) და ბიზნეს ტრენინგები/მენტორშიფები


პროექტის დასკვნით ეტაპზე Demo დღეზე წარმატებულად მონაწილეობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლე ალექსანდრე ჯელია. (აჭარის რეგიონიდან წარდგენილი პროექტი — SmartWall )