
2022 წლის 26 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში შალვა ამონაშვილის საგანმანათლებლო პროექტის ,,ჰუმანური საქართველო»-ს პრეზენტაცია გაიმართა.

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დამსწრე აუდიტორიას პროექტის მიზნები და ხედვები გაუზიარა.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაც, რომელსაც ამჯერად წარმოადგენდა ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზვიად ჩხენკელი

სამომავლოდ ,,ჰუმანურ საქართველო»-სა და ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლას შორის მნიშვნელოვან და საინტერესო თანამშრომლობას ეყრება საფუძველი!