📚🌐ლეგოზე დაფუძნებული დიზაინერული აზროვნება
🌐🧩2022 წლის 15 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სემინარი უფროსკლასელთათვის თემაზე „ლეგოზე დაფუძნებული დიზაინერული აზროვნება“.
🌏🎓სემინარში მონაწილეობდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
🌐📚სემინარის მიზანს წარმოადგენდა აზროვნების კონსტრუირების უნარის ფორმირება პრობლემის ანდა საკითხის გადაწყვეტის პროცესში. 📚🎓მონაწილეებმა განიხილეს შემდეგ საკითხები:
🌐პრობლემის მიგნება და მისი ფორმირება ლეგოს მასალებით;
🌐ემოციური ინტელექტის მართვა პრობლემის გადაწყვეტის ფორმირებისას 4Cs (კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის და კრეატიულობის) ინსტრმენტით;
🌐პრობლემის გადაწყვეტის გზების დიზაინს შექმნა.
📚🌏სემინარი ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ოფისში და მის მუშაობას წარმართავდნენ ბიზნესისა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი ეკა გეგეშიძე და საქართველოს უნივერისტეტის კურსდამთავრებული მარიამ ჯოხაძე.
🎓📚ვორქშოფის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა დაიმსახურეს სერთიფიკატები.
🏆💚წარმატებებს ვუსურვებთ გიმნაზიელებს!