🌏 ⏳ ომი და კულტურა

02.03.2022-1
2022 წლის 2 მარტს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში შედგა ქართული კულტურის ისტორიის შემსწავლელთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით.
მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სტუმრებმა ისაუბრეს
თემაზე "ომი და კულტურა".
კლუბის ხელმძღვანელი პირიმზე რურუა

🎨🖼🖌ხელოვნების გაკვეთილი მუზეუმში

01.03.2022-1
🎨🖌ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III-4 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების მასწავლებელმა სოფო სანიკიძემ საინტერესო და დასამახსოვრებელი გაკვეთილი ჩაუტარა ხელოვნების მუზეუმში.
🖼 პატარებმა დაათვალიერეს წარმოდგენილი ნამუშევრები, გადაიღეს ფოტოები, ისაუბრეს მხატვრობაზე, მხატვრებზე, შეხვდნენ და გაიცნეს ცნობილი ბათუმელი მხატვარი ბატონი ვახტანგ (ბესო) ბესელია.
🎨🖌გიმნაზიელებმა დიდი შთაბეჭდილებით დატოვეს მუზეუმი.

👭👬 ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!

24.02.2022-1
🌏 ომი უბედურებაა!
😥 ომი ყველაფერს ანადგურებს, მაგრამ ომით ყველაზე დიდ ტრამვას ბავშვები განიცდიან!
👭👬👭👬👭👬👭👬👭👬
🌐 ომის ბავშვები კარგავენ მშობლებს, ახლობლებს, სახლს, მეგობრებს, მშვიდ ძილს, სილაღეს.....
🎠 🎁 🎈🧸
ომის ბავშვები კარგავენ საყვარელ სათამაშოებს....
🌐 ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!
🎁🎈🧸🎠👭👬 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა სახელით ვიწყებთ საქველმოქმედო აქციას!
🎈🧸🎁ვაგროვებთ სათამაშოებს ომის ბავშვებისთვის!
🎈მოგიწოდებთ ყველა მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს, ყველა ბათუმელს და (არა მხოლოდ), რომ ჩვენამდე მოიტანოთ სათამაშო უკრაინაში ომის ბავშვებისთვის გასაგზავნად!
🎁 სკოლაში (მისამართი: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის სახელობის ქუჩა N 49) ერთი კვირის განმავლობაში შევაგროვებთ საჩუქრებს, რომლის გაგზავნას უზრუნველყოფს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია.

📖📚 გიმნაზიელები სტუმრად ბიბლიოთეკაში

18.12.2021-1
🏘 📚🎓2021 წლის 17 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI-3 კლასის მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან თავხელიძემ საინტერესო და დასამახსოვრებელი გაკვეთილი ჩაუტარა საბავშვო ბიბლიოთეკაში.
💌🎈 გიმნაზიელებმა შეისწავლეს 🏚 ნუგზარ შატაიძის მოთხრობა "ჩემი სოფლის სამკითხველო". მოსწავლეებმა განიხილეს მოთხრობაში დასმული პრობლემები, ისაუბრეს გულახდილად, შეკითხვები დაუსვეს ბიბლიოთეკარებს, ერთად წაიკითხეს ლექსები, ფრაგმენტები მოთხრობებიდან, წარმოადგინეს ცალკეული მონაკვეთის ინსცენირება, იმღერეს.
🎁 💌🎈ახალგაზრდები ხელცარიელი არ წასულან სტუმრად; მათ ბიბლიოთეკას საჩუქრად ჩიჩილაკი, წიგნები, სანთლები, ხოლო უკეთილშობილ მასპინძლებს ტკბილეული მიართვეს. 🎁 შემდეგ ჩიჩილაკი თავად მორთეს მათივე დამზადებული სათამაშოებით. არც იმის აღნიშვნა დაავიწყდათ პატარებს,რომ 17 დეკემბერი ბარბარობაა.
უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ ნანა კვაჭაძეს -საბავშვო ბიბლიოთეკის უაღრესად გულისხმიერ და ყურადღებიან მასპინძელს! 💚🎈🎇

🖼🎨ნორჩი არქიტექტორების გამოფენა

08.12.2021-1
🏘 🏛 🏫
🏡 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI-2 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ რუსუდან ეგუტიძესთან ერთად საოცარი ნამუშევრები გამოფინეს თემაზე: "არქიტექტურა და დიზაინი".
🏡 გამოფენის მოწყობამდე შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით ბავშვებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება 💒🏛
🎨,, მე - არქიტექტორი და ჩემი დაპროექტებული უბანი".

📚🎓🏆მოსწავლეთა დაჯილდოება

07.12.2021-1
🏆 2021 წლის 7 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სიგელებით და 🎁📚 საჩუქრებით (წიგნებით) დაჯილდოვდნენ VII, VIII და IX კლასების ის მოსწავლეები, რომლებმაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადების" ფარგლებში ჩატარებულ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
🎆🎈ჩვენი სკოლის გუნდმა "გიმნაზიელები" სხვადასხვა კონკურსის საპრიზო ადგილები დაიმსახურა.
🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
📚 ნათია დავითაძე
📚 ბარბარე ბარამიძე
📚 გაბრიელ გოგუაძე
📚 ლუკა ახალაძე
📚 ნიკა ჩხაიძე
📚 გიორგი ცინცაძე
📚 ელენე დუმბაძე
📚 ალექსანდრე ჯელია
📚გვანცა დევაძე
📚ნატალია თედორაძე
📚დათა ურუშაძე
📚ანა გოგიჩაიშვილი
👏🎆გილოცავთ!
მომავალშიც ველოდებით თქვენგან დიდ წარმატებებს!

🧑‍🔬 შემაჯამებელი გაკვეთილი ბიოლოგიაში

06.12.2021-1
👩‍🔬⚗️🧬🧪
ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში X-1 და X-3 კლასებში ჩატარდა შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე: "უჯრედი - სიცოცხლის აგებულებისა და განვითარების ძირითადი ერთეული" (პედაგოგი-ქეთევან ხარაბაძე).
მოსწავლეებმა საკუთარი ხელით უაღრესად საინტერესო ნაშრომები -უჯრედის მაკეტები- წარმოადგინეს.

🎭📖 🎆 🎇 თეკლა იაკობაძე -ფესტივალის საუკეთესო მსახიობი გოგონა!!!!

05.12.2021-1
👏👏👏👏👏🌞🌞🌞🌞🌞🌞🌞🌞🌞
🎆 გილოცავთ, თეკლა!
🎆 გილოცავთ ყველა მონაწილეს!
🎆 გილოცავთ პედაგოგებს!
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
გიმნაზიელთა პირველი ავტოგრაფი დიდ სცენაზე
🎭 საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
🎭 გოდერძი ჩოხელი - „მართა“
💐💐 ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

📚🎓გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის!

04.12.2021-1
🎇📖 📚🎓
👩‍🔬🩺 2021 წლის 3 დეკემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეებთან შესახვედრად და საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად მობრძანდა ყოფილი გიმნაზიელი, ამჟამად თვალის ექიმი მარიამ ვარშანიძე.
👩‍🔬🩺 მარიამის უშუალო მასპინძელი იყო მისი ბიოლოგიის პედაგოგი ქეთევან ხარაბაძე.
👩‍🔬🩺 მარიამ ვარშამიძემ მეცხრე კლასელებს საინტერესო და დასამახსოვრებელი მასტერკლასი ჩაუტარა თემაზე : "თვალი", ესაუბრა იმ გზაზე, რომელიც დიდი შრომისმოყვარეობით განვლო გიმნაზიიდან დღემდე.
📚🎓 მარიამმა დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.
შემდეგ ბელარუსის დიპლომის შემდგომი სამედიცინო აკადემია "ბელმაპო" რეზიდენტურა ოფთალმოლოგიაში.
გაიარა მინსკის მეათე საავადმყოფოს ლაზერული მიკროქირურგიის განყოფილებაში 6 თვიანი სერთიფიცირებული სტაჟირება.
ამჟამად უკვე არის შემდგარი ოფთალმოლოგი, ლაზერული მიკროქირურგი, კლინიკა "ახალი მზერა"-ს ექიმი რეზიდენტი, 4 სტატიის და სამეცნიერი ნაშრომის ავტორი და თანაავტორი.
📚🎓 ეს შეხვედრა ნამდვილად დიდხანს დაამახსოვრდებათ მოსწავლეებს!
📚🎓დიდი მადლობა, მარიამ!
📚🎓 გიმნაზიის კურსდამთავრებულებო, გელოდებით!
02.12.2021-2-1
02.12.2021-2-2
ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები ნინო ბედინაძე და სანდრო კალანდაძე წარმატებით მონაწილეობდნენ ამერიკის ქიმიური საზოგადოების, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთობლივ სამუშაო შეხვედაზე "ქიმიური ექსპერიმენტები და მეცნიერული წვრილმანები" , რომელიც გაიმართა ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

🖼🎨ნორჩი ხელოვანების გამოფენა

02.12.2021-1
🏘 🏛 🏫
🏡 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VI-4 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების მასწავლებელ რუსუდან ეგუტიძესთან ერთად საოცარი ნამუშევრები გამოფინეს თემაზე: "არქიტექტურა და დიზაინი".
🏡 გამოფენის მოწყობამდე ბავშვებმა შეისწავლეს არქიტექტურის მიმართულებები, ნაგებობათა სახეობები,
დიზაინი, გაიგეს, როგორ იქმნება მაკეტი, ისაუბრეს ცნობილი არქიტექტორებისა და დიზაინერების შემოქმედებაზე. შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით ბავშვებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება 💒🏛
🎨,, მე - არქიტექტორი და ჩემი დაპროექტებული უბანი".

🎭📖 🎆 🎇 გიმნაზიელთა პირველი ავტოგრაფი დიდ სცენაზე

01.12.2021-1
🎭 საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
🎭 გოდერძი ჩოხელი - „მართა“
💐💐 ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

🎭📖 🎆🎇გიმნაზიელთა პირველი ავტოგრაფი დიდ სცენაზე

30.11.2021–2-1
🎭 საყმაწვილო-სასკოლო დასების თეატრალური ფესტივალი „პირველი ავტოგრაფი“
👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏👏
🎭 გოდერძი ჩოხელი - „მართა“
💐💐 ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა

🎭🎭🎭 2021 წლის 30 ნოემბერი!

🎭🎭🎭 13:00 საათი! წარმატებები ჩვენ უნიჭიერეს გიმნაზიელებს! 👏👏👏👏👏👏

30.11.2021-1
3⃣0⃣ ნოემბერი
🕐 13 საათი - გ.ჩოხელი „მართა“ | ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა | ბათუმის დრამატული თეატრი „დიდი სცენა“
📍 ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი „დიდი სცენა“ - შოთა რუსთაველის №1
დასწრება თავისუფალია 👈
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით წარმოდგენებზე დაიშვება გარკვეული რაოდენობის მაყურებელი. სპექტაკლის გამართვის ადგილას კაპელდინერები და მოხალისეები, წარმოდგენის დაწყებამდე 30 წუთთ ადრე მაყურბელს გადასცემს სპეციალურ ბარათს, რისი საშუალებითაც მაყურებელს ექნება უფლება წარმოდგენაზე დასწრებისა. #დასწრებამოსწრებაზეა 🥰
ფესტივალის 📅 თარიღები 2⃣8⃣ ნოემბერი - 5⃣ დეკემბერი 2021წ.
ფესტივალის ავტორი, დამფუძნებელი და ორგანიზატორი: აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ფესტივალების საგრანტო კონკურსში“ გამარჯვებული შემოქმედებითი ორგანიზაცია ა(ა)იპ „არტ პორტალი“.

✏დებატ-კლუბი ⚖

11.11.2021-1
📃 2021 წლის 11 ნოემბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლაში მუშაობა დაიწყო დებატ კლუბმა (ხელმძღვანელი ზვიად ჩხენკელი ).
⌛ კლუბის პირველ შეხვედრაზე მოსწავლეები გაეცნენ კარლ პოპერის სახელობის დებატების წესებს.
📅 განისაზღვრა დებატების პირველი ტურნირის თემა "არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა ისჯებოდეს". 🤼‍♂️

⚱⛪🏺ქართული კულტურის შემსწავლელთა კლუბი

10.11.2021-1
🎓📚📜🍇2021 წლის 10 ნოემბრიდან ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლაში განახლდა ქართული კულტურის შემსწავლელთა კლუბის მუშაობა (ხელმ. პირიმზე რურუა).
🗞🍇კლუბში IX-XII კლასის მოსწავლეებისთვის ჩაინიშნა შეხვედრა თემაზე
"კულინარია, როგორც ისტორიული და ეთნოკულტურული ფენომენი" .

🌏🗺 გეოეკოლოგიის კლუბი

🌲🌳🌻2021 წლის 9 ნოემბერს მუშაობა განაახლა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის 🏕გეოეკოლოგიის კლუბმა (ხელმ. სოფო ხუხუნაიშვილი).🏞

09.11.2021-1
🌏🧭🏝კლუბი, რომელიც აერთიანებს სკოლის უფროსკლასელებს, უკვე რამდენიმე წელია საინტერესო და სასრგებლო პროექტებს ახორციელებს რეგიონის გეოლოგიური 🗻🌋და ეკოლოგიური ვითარების შესწავლის მიზნით.🏡
🌏🏕🧭დღევანდელ შეხვედრაზე ახალგაზრდებმა პედაგოგთან ერთად ისაუბრეს ეკოლოგიურ პრობლემებზე, ⛺დაგეგმეს განსახორციელებელი ღონისძიებები, 🌊🌞სამომავლო პროექტები და მოსალოდნელი შედეგები.
🌎🌐სკოლაში მუშაობას შეუდგა, ასევე, ეკოლოგიური მიმართულების წრე 🐬🐠🌼🌴დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ნანა ჭელიძე.
🧭☘🍁წინ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული წელია.
🌿🌵🌴წარმატებები!

🌏🇬🇪🇵🇱 პოლონელი სტუმარი სკოლაში

08.11.2021-1
🌏 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლასა და პროფესიულ კოლეჯ „გოლდენ სი“-ს შორის ბოლო წლებში ნაყოფიერი თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა ასპექტს მოიცავს.
🌏 დღეს სკოლაში სტუმრად მობრძანდნენ პოლონეთის🇵🇱 რესპუბლიკის კავკასიის ფონდის პრეზიდენტი, ქალაქ ვროცლავის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი კაროლ ფშივარა და აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ასლან ლორთქიფანიძე.
🌐🇬🇪პოლონელ სტუმარს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლისა და კოლეჯ „გოლდენ სი“-ს ხელმძღვანელობას შორის შედგა სამმხრივი შეხვედრა, სადაც საუბარი ეხებოდა სამომავლოდ სხვადასხვა სახის სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებას .
ამ ეტაპზე შეხვედრა ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებდა.

🌏🧭 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგები საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

30.10.2021-1
🌏 საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს პროექტს „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“.
🇬🇪პროექტს ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებს.
🌐 მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ-შეხვედრა აჭარის რეგიონის საჯარო სკოლების დირექტორებისთვის და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის (პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით) საქართველო
🗺🧭ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებსა და დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე შეხვედრას უძღვებოდა საინფორმაციო ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი მიხეილ დარჩიაშვილი, რომელმაც წაიკითხა ლექციას თემაზე "ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და საქართველო".

🌏 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების დაჯილდოება სერთიფიკატებით პროექტში "დახატე, რათა შეცვალო რეალობა" მონაწილეობისთვის 🎓👏

28.10.2021-1
🌏 2021 წლის 13 სექტემბრიდან ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 12 მოსწავლე 4 პედაგოგთან ერთად საქართველოს სახელით ჩაერთო პროექტში "YE Draw To Change Reality - Chapter II TEEN VERSION"- დახატე რათა შეცვალო რეალობა - ნაწილი II, ახალგაზრდული ვერსია;
🌏 პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Association of Small Business and Civil Development ASBCD- "მცირე ბიზნესისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია".
🌏 პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდები.

📚📖 ილუსტრაცია წიგნის სამკაულია

27.10.2021-1
🖍🖌✏🎀ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეოთხე კლასების მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ხელოვნების კონკურსში 📚
📙 "ილუსტრაცია წიგნის სამკაულია".
კონკურსისთვის მოსწავლეები მოამზადა პედაგოგმა ირინა სევოსტიანოვამ.
📖 გაიმართა საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა.
🎀საუკეთესო ილუსტრატორებს
გადაეცა სამახსოვრო სიგელები. პატარებმა საჩუქრად მიიღეს წიგნებიც.

📚🎓🌹🌸ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 1/2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნინო უგულავასთან ერთად მხიარულად დაიწყეს ანბანის შესწავლა.

26.10.2021-3-1
💐🌏ბავშვებმა გაკვეთილზე დახატეს თემატური სურათები, გამოძერწეს და გამოჭრეს ფერად- ფერადი ასო-ბგერები.

🌺🎓💐ქართული ენისა და ლიტერატურის საზეიმო გაკვეთილი 1/ 1 კლასში "აი ია, დედაენის გასაღები" - მასწავლებელი რუსუდან თოიძე.

26.10.2021-2-1
🥀 პატარებმა გაკვეთილზე ისაუბრეს ქართულ ანბანზე, იაკობ გოგებაშვილზე.
⚘მოსწავლეები გაეცნენ ა" და "ი " ასო-ბგერებს , იმუშავეს მოძრავი ანბანით ფრაზის "აი ია " -ს შედგენაზე. პლასტელინის გამოყენებით გამოძერწეს ასო-ბგერები.
🎀📚მესამე კლასელებმა პატარებს მიულოცეს ანბანის სტუმრობა და გადასცეს საკუთარი ხელით დამზადებული ნამუშევრები.

📚პატარა გიმნაზიელების პირველი ნაბიჯები ,,ანბანეთში''

26.10.2021-1
📚💥🌈✨,,გზად ია და ვარდი დააჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო''🌸🏵️💐 ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები 1/3 , 1/4 კლასი . მასწავლებელი თეა ქორჩილავა

🏆🏅♟ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოჭადრაკეების წარმატება - III საპრიზო ადგილი სასკოლო საჭადრაკო ფესტივალსა და გუნდურ პირველობაზე 👏

26.10.2021-1
♟🏁 🌐2021 წლის 24 ოქტომბერს ბათუმის სასპორტო სკოლისა და საჭადრაკო კლუბ "ნონას" ბაზაზე გაიმართა სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის მესამე დასკვნითი ეტაპი ფინალი-გუნდური პირველობა. მონაწილეობდა ბათუმის 13 სკოლა ( სულ 62 მოთამაშე). თითოეული სკოლა წარმოდგენილი იყო 5 მოჭადრაკით.
🏁 პირველობა გაიმართა ფიდეს წესებით, გუნდური შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
🏆 ფესტივალში მონაწილეობდნენ დემეტრე გოგიაშვილი, გიორგი გოგიაშვილი, გიორგი დავლაშერიძე, ნუცა ნიკოლაიშვილი, სანდრო გორდელაძე, დათუნა ტუსკია.
გუნდს ხელმძღვანელობდა სპორტის მასწავლებელი დავით ონიაშვილი.
🌏 25 ოქტომბერს სასკოლო საჭადრაკო ფესტივალის საზეიმო დახურვა გაიმართა.
🌏 დახურვას ესწრებოდნენ: აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, მონაწილე სკოლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
🏆👏ვულოცავთ ჩვენს მოჭადრაკეებს ამ წარმატებას!

🌏🖍🖼 კომიქსების გამოფენა
🌏 გიმნაზიელები პროექტში "დახატე, რათა შეცვალო რეალობა"

19.10.2021-1
17.10.2021. დღე მესამე; დასკვნითი გამოფენა.
🌏 2021 წლის 13 სექტემბრიდან ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 12 მოსწავლე საქართველოს სახელით ჩაერთო პროექტში "YE Draw To Change Reality - Chapter II TEEN VERSION"- დახატე რათა შეცვალო რეალობა - ნაწილი II, ახალგაზრდული ვერსია;
🌏 პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Association of Small Business and Civil Development ASBCD- "მცირე ბიზნესისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია".
🌏 პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდები.

🌏🖍🖼 გიმნაზიელები პროექტში "დახატე, რათა შეცვალო რეალობა"

17.10.2021-1
🏕დღე მეორე , მტირალას ეროვნული პარკი,
📋 16 ოქტომბერი
🌏 2021 წლის 13 სექტემბრიდან ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 12 მოსწავლე საქართველოს სახელით ჩაერთო პროექტში "YE Draw To Change Reality - Chapter II TEEN VERSION"- დახატე რათა შეცვალო რეალობა - ნაწილი II, ახალგაზრდული ვერსია;
🌏 პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Association of Small Business and Civil Development ASBCD- "მცირე ბიზნესისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია".
🌏 პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდები.
🏕⛺🌏მეორე დღეს მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა დალაშქრეს მტირალას ეროვნული პარკი.

🌏🖍🖼 გიმნაზიელები პროექტში "დახატე, რათა შეცვალო რეალობა"

16.20.2021-1
დღე პირველი!
🌏 2021 წლის 13 სექტემბრიდან ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 12 მოსწავლე საქართველოს სახელით ჩაერთო პროექტში "YE Draw To Change Reality - Chapter II TEEN VERSION"- დახატე რათა შეცვალო რეალობა - ნაწილი II, ახალგაზრდული ვერსია;
🌏 პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია Association of Small Business and Civil Development ASBCD- "მცირე ბიზნესისა და სამოქალაქო განვითარების ასოციაცია".
🌏 პროექტში ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობენ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდები.
🖍📝პირველ დღეს მონაწილეებმა ისწავლეს თემატური კომიქსების ხატვა.
🖼 ორგანიზატორებმა ძალიან საინტერესო, უშუალო და თბილი გარემო შექმნეს.

♟🏆სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი

14.10.2021-1
🌏 2021 წლის 14 ოქტომბერს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გაიმართა სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი.
♟🌏 სხვადასხვა ასაკობროვ კატეგორიაში ოცდაათამდე მოსწავლე შეხვდა ერთმანეთს.
🏆♟ტურნირის გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკურ საჭადრაკო ფესტივალში.

🎓🥇🏆 გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება

10.09.2021-2
🏆 2021 წლის 10 სექტემბერს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
🏆 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა ნაკრები გუნდი მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა!
🏆 გამარჯვებულ მოსწავლეებს დიპლომები და პლანშეტები გადაეცათ!
🏆 მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში იყვნენ:
🎓 ნიკა ჩხაიძე
🎓ლუკა უჩანეიშვილი
🎓თეკლა შერვაშიძე
🎓ნათია დავითაძე
🎓იოანე ცეცხლაძე
🎓🥇🏆 ვულოცავთ გიმნაზიელებს ამ გამარჯვებას და მომავალში დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!

🎓 გიმნაზიის კურსდამთავრებულთა წარმატება ეროვნულ გამოცდებზე!

09.09.2021-1
09.09.2021-2
09.09.2021-3
🎓 2021 წელს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 75 მოსწავლემ დაასრულა, მათგან 71 უკვე სტუდენტია. ვრცელია იმ უმაღლესი სასწავლებლების სია, სადაც ჩვენი აღზრდილები მნიშვნელოვან სიტყვას იტყვიან.
🎓 18 კურსდამთავრებულმა 70% და 50 % -იანი გრანტი დაიმსახურა!
🎓 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელები გახდნენ ჩვენი მედალოსნები:
🎓 მარიამ ჯაყელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი!
🎓 ანა ჩანჩიბაძე -თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი!
🎓 ელენე გუდაძე - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი!
გილოცავთ!
ვამაყობთ, გიმნაზიელებო, თქვენი წარმატებით!
ჩვენ გვჯერა თქვენი ღირსეული მომავლის!

🎓📚 მედალოსანთა დაჯილდოება

12.07.2021-1
⛪️🏫 2021 წლის 12 ივლისს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ტრადიციულად დააჯილდოვა წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მედლებითა და ერთჯერადი სტიპენდიებით!
❤👏🎓წლევანდელი მედალოსნები არიან:
🎓 ანა ჩანჩიბაძე
🎓თამთა ჭავჭანიძე
🎓მარიამ ჯაყელი
🎓ანა მარია ლეჟავა
🎓თინათინ ჯოჯუა
🎓 მარიამ დობორჯგინიძე
🎓 ელენე ქარცივაძე
🎓 ნანუკა მიქაძე
🎓 ელენე დიასამიძე
🎓 ელენე გუდაძე 🌺
🎓 გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!

დღე, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით!

20.05.2021 (1)
20.05.2021 წელი.
🎓💙 წელს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა 75 მოსწავლემ დაასრულა!
მათგან 6 ოქროს, ხოლო 4 ვერცხლის მედალოსანია! 🥇
🕍 ტრადიციულად გადავიხადეთ პარაკლისი და დავულოცეთ გზა ჩვენს საამაყო გიმნაზიელებს!
გილოცავთ! 💙💙💙💙💙💙💙💙💙💙

გაკვეთილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის შესახებ

187468452_1377630729259939_6109120986268246393_n
🕍 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII კლასელებმა მოქალაქეობის გაკვეთილებზე იმსჯელეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
🕍 გაკვეთილის შემდეგ კი ბავშვებმა მასწავლებელ ზვიად ჩხენკელთან ერთად ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნაწილი დაათვალიერეს. გაეცნენ ძეგლების მდგომარეობას და ძველი ბათუმის მათთვის უცნობი დეტალები ფოტოზე აღბეჭდეს.

ევროპის იმუნიზაციის კვირეული

178645836_1362102804146065_1962538387207089689_n
💉 24-დან 30 აპრილამდე ევროპის იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება.
💉 ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის XI-3 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის პედაგოგის ქეთევან ხარაბაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს საინფორმაციო- საგანმანათლებლო შეხვედრა მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის.

📣ჩვენო ძვირფასო ❤️გიმნაზიელებო!

180387234_1364044647285214_611617681929519894_n
❤️ მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო, კურსდამთავრებულებო!
❤️ მადლობას მოგახსენებთ ყველას, ვინც თავს გიმნაზიელად მიიჩნევთ, ვინც ყოველი შეხმიანებისას გვიდგებით გვერდით და გვაძლიერებთ!
❤️ ამჯერადაც ასე მოხდა! სულ რაღაც ერთი კვირის მანძილზე თქვენი თანადგომით ორი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო აქციის ორგანიზება და ჩატარება შევძელით!
❤️ ეს ფოტო, ალბათ, ყველაზე კარგად, თან სიმბოლურად გამოხატავს ჩვენს სათქმელს; თანაბარი პასუხისმგებლობით ერთი იდეით გაერთიანებულნი გვერდიგვერდ იდგნენ პირველკლასელი თეკლა ბაზიაშვილი და მისი ბებია ჩვენი სკოლის პედაგოგი რუსუდან თავხელიძე. განა მარტო თეკლა და რუსუდან მასწავლებელი?
❤️ ასე, ოჯახებით, ახლობლებით, კლასებით შეგვიძლია ჩვენ თანადგომა, თანაგანცდა და ამით ვართ ძლიერები გიმნაზიელები!
❤️ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველა პედაგოგს, ვინც ჩართული იყო ამ აქციების ორგანიზების პროცესში!
❤️უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს, ვინც თავისი შემოქმედება წარმოგვიდგინა!
❤️ უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველა მშობელს, ვინც სიკეთით ზრდით შვილებს!
❤️ ამ ერთი კვირის მანძილზე ჩვენ იმაზე ბევრად მეტი თანხა გავიღეთ საქველმოქმედო მიზნით, ვიდრე წარმოგვედგინა, რომ შევძლებდით!
❤️ შეგნებულად არ ვასახელებთ ციფრს, რადგან ვთვლით, რომ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ციფრებით არ იზომება!
❤️ ჩვენ გიმნაზიელები ვართ!
❤️ჩვენ ერთად ნებისმიერ სირთულეს გადავლახავთ!
❤️ჩვენ გვჯერა, რომ გამოჯანმრთელებული დამიანე ნაცვლიშვილიც სულ მალე გახდება გიმნაზიელი!
გ მ ა დ ლ ო ბ თ ! ❤️
---------------------------------------------------
პატივისცემით ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია.

ჯემალ ქარჩხაძის საღამო

186453577_1374221076267571_7640706968734789583_n
✅ 2021 წლის 14 მაისს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მკითხველთა კლუბმა (მასწავლებელი მარინა ტალახაძე) დიდი ქართველი მწერლის ჯემალ ქარჩხაძის დაბადებიდან 85 წლის იუბილე ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში აღნიშნა.
✅ მასწავლებელმა და კლუბის წევრებმა , IX-XII კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ჯემალ ქარჩხაძის პროზის შესახებ, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს ის ემოცია, რომელიც მწერლის განუმეორებელმა სიტყვამ გამოიწვია მათში.

სკოლის გეოეკოკლუბის მნიშვნელოვანი აქცია

131286958_1395512544138424_5206513005915337423_n
🌏🌐🌊2021 წლის 10-11 ივნისს ბათუმის წმ, ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეოეკოლოგიის კლუბის 🌵🌷წევრებმა, კლუბის ხელმძღვანელმა გეოგრაფიის მასწავლებელმა 🌼სოფო ხუხუნაიშვილმა და ქიმიის მასწავლებელმა 🌸ნონა აბაშიძემ მონაწილეობა მიიღეს 🌐ევროკავშირის 🏝დაფინანსებით მიმდინარე შავი ზღვის ეკოაკადემიის პროეტის 🚮🚯🚭„საზღვაო ნარჩენების“ ფარგლებში დაგეგმილი საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის, აღწერისა და დასუფთავების აქციაში. 🌐

"გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის"- შეხვედრა უფლებადამცველებთან

193661617_1386244838398528_3429340689240250276_n
🎓📚 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პროექტი "გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის".
🎓📚 პროექტის ფარგლებში 31 მაისს VII-2 კლასის მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის, 1 ივნისისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაუტარდათ თემაზე: "ბავშვთა უფლებები; ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობა და აუცილობლობა" (მოქალაქეობის მასწავლებელი- ნატალია სირაბიძე).
🎓📚ბავშვებს შეხვდნენ ყოფილი გიმნაზიელები:
💙📖მარიამ კვაჭაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და
💙📖 ნიკა ხაზარაძე - “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სამართლმოცდნეობის ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
🎓📚 უაღრესად საინტერესო ინტერაქტიული ლექცია გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, შეხვედრა დასრულდა საინტერესო ვიქტორინით.
🎓📚 💙📖 უღრმეს მადლობას მოვახსენებთ მარიამსა და ნიკას დღევანდელი გაკვეთილისთვის და ვიტოვებთ მომავალი თანამშრომლობის იმედს!

გაკვეთილი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ

193315747_1387245178298494_5473972160261325564_n
💁‍♀️🙋👫🌎🧸🎈🌐 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში.
🧸🎈🌐 III-IV კლასების მოსწავლეებმა "მე და საზოგადოების" გაკვეთილზე (მასწავლებელი სალომე დანელია) მოისმინეს ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა მიზანს ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა. პატარებისთვის საინტერესო სანახავი იყო ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში.
🧸🎈🌐 მოსწავლეებმა იმსჯელეს , ისაუბრეს როდის ირღევა ბავშვთა უფლებები, მოიყვანეს მაგალითები, დაწერეს რაზე ოცნებობენ ბავშვები, შეასრულეს ნახატები.

გაკვეთილი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ

193315747_1387245178298494_5473972160261325564_n
💁‍♀️🙋👫🌎🧸🎈🌐 ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღვნიშნეთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში.
🧸🎈🌐 III-IV კლასების მოსწავლეებმა "მე და საზოგადოების" გაკვეთილზე (მასწავლებელი სალომე დანელია) მოისმინეს ინფორმაცია, იმის შესახებ თუ რა მიზანს ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვის დღის აღნიშვნა. პატარებისთვის საინტერესო სანახავი იყო ბავშვის უფლებათა კონვენცია ანიმაციაში.
🧸🎈🌐 მოსწავლეებმა იმსჯელეს , ისაუბრეს როდის ირღევა ბავშვთა უფლებები, მოიყვანეს მაგალითები, დაწერეს რაზე ოცნებობენ ბავშვები, შეასრულეს ნახატები.

სასწავლო ექსკურსია შპს "ბათუმის წყალში"

196631204_1391781124511566_3361449993572556914_n
🧪🔬 2021 წლის 7 ივნისს ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის 📚 VIII-3 და XI-2 კლასის მოსწავლეებისთვის მოეწყო სასწავლო 🌡⚗ექსკურსია-გაკვეთილი შპს "ბათუმის წყლის" ქიმიურ -ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში 🔬🧪(პროექტის ავტორები პედაგოგები ნონა აბაშიძე და ნანა ჭელიძე).
🔬🧪⚗ მასწავლებელთან ერთად "ბათუმის წყლის" ლაბორატორიის თანამშრომლებმა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია მიაწოდეს ბავშვებს. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სასმელი წყლის კვლევებს, როგორც აპარატურულ, ასევე ტიტრაციის პროცესს.
📖⏳მადლობას მოვახსენებთ შპს ბათუმის წყალი • Batumis Tskali და ვიტოვებთ მომავალი თანამშრომლობის იმედს!

მათემატიკა - სამყაროს შექმნის იარაღი

198211458_1394039260952419_1956827509233244038_n
🎓📚 ნიკა აფხაზავა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის XI-4 კლასის მოსწავლეა.
🎓📚 სასწავლო წლის შემაჯამებელ გაკვეთილზე მან უაღრესად საინტერესო ნაშრომი წარმოადგინა მათემატიკის გაკვეთილზე : მათემატიკა - სამყაროს შექმნის იარაღი.
🎓📚 ნიკას მასწავლებელი არის გიული გელაშვილი.
როგორც ნ. აფხაზავა აღნიშნავს, მისი მიზანი იყო, ეჩვენებინა თანატოლებისთვის მათემატიკური ცოდნის მნიშვნელობა, რომ "მათემატიკა მეტია, ვიდრე სასკოლო საგანი!"
🎓📚 წარმატებები, ნიკა!👏👏

"ჰელადოს" გიმნაზიელთა მონაწილეობით

198408289_1393694600986885_4321337663734124160_n
🎭 2021 წლის 8-9 ივნისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში - (ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ) - შედგა ნოდარ დუმბაძის "ჰელადოს" პრემიერა.
🎭 სპექტაკლში მონაწილებდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები.
🎭💚 ლევან თედორაძე მთავარ, იანგულის როლს ასრულებს,
🎭💚გაბრიელ გოგუაძე პეტიას,
🎭💚 მიქაელ გოგუაძე -პანჩოს.
🏛🎭 👏ახალგაზრდა მსახიობების დაძაბულმა შრომამ საუკეთესო შედეგი გამოიღო, ბავშვებმა საოცარი სახეები შექმნეს.
🎭👏🌹🌹🌹იყო ბევრი ტაში, სიხარული, მილოცვები, ცრემლიც!
🎭🏛💙მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ისიც, რომ ლევანმა, მიქაელმა და გაბრიელმა თავიანთი პედაგოგები მიიწვიეს პრემიერაზე.
🏛👏გილოცავთ, ბიჭებო და გისურვებთ წარმატებებს!

მოსწავლეების სააღდგომოდ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა

176712158_1359337634422582_8799877040977421631_n
ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III და IV კლასის მოსწავლეების სააღდგომოდ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა ; მასწავლებელი სოფო სანიკიძე.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა!

176945744_1359333001089712_8950575930062269489_n
📖📚📓23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა!
📖 წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ხელოვნების გაკვეთილზე წიგნის სანიშნეები გააკეთეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის II, III და IV კლასის მოსწავლეებმა ( მასწავლებელი ირმა კერძევაძე)

სასწავლო- საგანმანათლებლო პროექტი ინგლისური ენის გაკვეთილზე

178038286_1359268017762877_9077957733878573031_n
🔰 საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა სასწავლო- საგანმანათლებლო პროექტი "კოვიდ პანდემია" ინგლისური ენის გაკვეთილზე VII-2 და VII-6 კლასებში (მასწავლებელი ნათია არობელიძე) .

დედამიწის დღე

176570858_1359243097765369_673744201361878764_n
🌍 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში არაერთი ღონისძიება მიეძღვნა დედამიწის დღის აღნიშვნას. მოსწავლეებმა მოამზადეს პლაკატები, პოსტერები, ნახეს შემეცნებით-საგანმანათლებლო ფილმები, მოამზადეს სარეკლამო რგოლები, ისაუბრეს ეკოლოგიის პრობლემებზე.
🌍 საინტერსოდ დედამიწის დღე აღნიშნეს IV-5 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ მანანა გოგიბერიძესთან ერთად.
🌍 მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები, მშობლების დახმარებით შეიძინეს ნერგები, ესტუმრნენ წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს და გაალამაზეს ეზო.
🌍VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე (მასწავლებელი ნანა ჭელიძე) ნახეს დოკუმენტური ფილმი კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლის დასრულების შემდეგ ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე.

სახალისო არქეოლოგიის გაკვეთილი

176209761_1358606317829047_2879578802991872411_n
🎓 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პროექტი "გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის", რომლის მიზანია, რომ უფროსი თაობის გიმნაზიელებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ უმცროსებს.
🎓2021 წლის 22 აპრილს V-VI კლასის მოსწავლეებისთვის არქეოლოგიის სახალისო და საინტერსო გაკვეთილი ჩაატარა მარიამ კოხრეიძემ, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია.

"ადამიანი ადამიანისთვის დღეა!"

176173854_1358565161166496_4805159269868331978_n
🎼🎹🎤2021 წლის 22 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გიმნაზიის პატარების გუნდი "მხიარული მელოდიები", ასევე, არც ისე დიდი ხნის წინ შექმნილი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის გალობის სკოლის აღსაზრდელები ( ხელმძღვანელი ეკა ბჟინავა).
🎹 კონცერტის დროს შეგროვებული თანხა ჩაირიცხა პატარა დამიანე ნაცვლიშვილის მკურნალობის ფონდში.
დამიანეს მშობლები გიორგი ნაცვლიშვილი და ნათია ჭელიძე ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
🎹 ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ!
🎹 4 წლის დამიანეს დიაგნოზი არის ლეიკემია და თირკმლის მწვავე უკმარისობა.
🎹სკოლა, რომელსაც მსგავსი აქციების ორგანიზების დიდი გამოცდილება აქვს , მომავალშიც შემოგთავაზებთ არაერთ ღონისძიებას, რადგან ვიცით, რომ "ადამიანი ადამიანისთვის დღეა!"

სამუშაო შეხვედრა გაიმართა „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს წარმომადგენელთან

176511451_1357888387900840_5212331602577500864_n
📍 2021 წლის 21 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის X კლასის მოსწავლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“-ს წარმომადგენელ ინგა გეგეშიძემ.
📍 შეხვედრის თემა იყო მოსწავლეების Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სამეწარმეო
სერტიფიცირების პროცესში ჩართვა ევროპაში დამკვიდრებული სტანდარტებით 15-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის.
📍 საქართველოში ამ სერტიფიცირების პროგრამაში ჩართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც „ჯუნიორ ეჩვმენტი საქართველოს“ „მოსწავლეთა კომპანიის“ მეთოდოლოგიით სწავლობენ „მეწარმეობას“.

სტუმრად არქეოლოგიის მუზეუმში

175596712_1356618331361179_4788058374422203013_n
⚱️ 2021 წლი 19 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IX-1კლასის მოსწავლეები და ისტორიის მასწავლებელი ნატალია სირაბიძე სტუმრობდნენ ბათუმის არქეოლოგიის მუზეუმს.
⚱️ ბავშვებმა დაათვალიერეს მუზეუმის კოლექციები, მოისმინეს საინტერესო ექსკურსი, ხოლო შემდეგ ნატალია მასწავლებელმა სამუზეუმო სივრცეში ჩაატარა ერთგვარი შემაჯამებელი გაკვეთილი თემებზე:
1.ქვის ხანა; ენეოლითი.;
2.ბრინჯაოს ხანა საქართველოში;
3.კოლხა მითსა და სინამდვილეში;
4.კოლხეთის სამეფო ძვ.წ.VI-I საუკუნეებში.

ეროვნული ფესტივალის „SCIENCE ON STAGE“ საინფორმაციო შეხვედრა

174318603_1355213221501690_6562998682386171472_n
🧬🚀 2021 წლის 16 აპრილს შედგა „SCIENSE ON STAGE” ეროვნული ფესტივალის ორგანიზატორების შეხვედრა მასწავლებლებთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის SALIS-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, პროფესორმა მარიკა კაპანაძემ მასწავლებლებს გააცნო ეროვნული ფესტივალის მიმდინარეობის პირობები და ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც შესაძლებელია წარადგინონ ჟიურის წინაშე. გამარჯვებული 4 მასწავლებელი გაემგზავრება პრაღაში საერთაშორისო შეხვედრაზე!
🧬🧪🔭🔬 შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მასწავლებლები ქეთევან ხარაბაძე და ქეთევან გოცირიძე.
🚀 წარმატებებს ვუსურვებთ შეხვედრის ორგანიზატორებს და პედაგოგებს!

დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

174614264_1355202844836061_6618114446935214730_n

🌸📜 წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა.

🌸📜 დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებმა ჩაატარეს თემატური გაკვეთილები.

🌸📜 მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა დავალებების შესრულება: დახატეს "მხიარული" ასო-ბგერები,შეადგინეს რებუსები, შეარჩიეს და დახატეს გამორჩეული სიტყვები.

🌸📜 ბიბლიოთეკაში მოეწყო სხვადასხვა წელს გამოცემული, იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი დედა ენის სახელმძღვანელოების, უძველესი დამწერლობის ნიმუშების გამოფენა.

🌸📜 მოსწავლეებმა დაათვალიერეს ჩვენი სკოლის მასწავლებლების მიერ შესრულებული ხელნაწერები.

🌸📜 ჩატარდა გაკვეთილები სკოლის ბიბლიოთეკაში .

🌸📜 მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და მასწავლებლებს კვირეულში მონაწილეობისთვის!

ღია გაკვეთილი V-4 კლასში

174233443_1353989934957352_7589844396671305682_n
📖 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის V-5 კლასის აღსაზრდელებს რუსულ ენას ჩვენი გამორჩეული, ძვირფასი, ამაგდარი პედაგოგი ინეზა კანდელაკი ასწავლის.
🌸📒 2021 წლის 12 აპრილს ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელზეც მოსწავლეებმა მოისმინეს და წაიკითხეს ვლ. მაიაკოვსკის ლექსი "Что хорошо и что плохо " .
🌷🗞 მოსწავლეებმა შეძლეს ლექსის შინაარსის გადმოცემა, ისაუბრეს მეგობრობაზე, ამპარტავნებაზე, ჰიგიენაზე. მასწავლებლის დახმარებით გამოიტანეს სწორი დასკვნები. მოისმინეს პოეტის ბიოგრაფია.
📜🌹ინეზა მასწავლებელმა ყურადღება გაამახვილა პოეტის დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. დიდი ინტერესი გამოიწვია სურათებმა, რომელზეც აღბეჭდილი იყო პოეტის დაბადების ადგილი.
🎼 გაკვეთილის დასარულს ბავშვებმა მუსიკის მასწავლებლის დახმარებით შეასრულეს რუსული სიმღერა.

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის გალობის სკოლის (ხელმძღვანელი ეკა ბჟინავა) ნორჩი აღსაზრდელები.

172947996_3942267652506809_6185846085561344858_n
🎼🎹ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის გალობის სკოლის (ხელმძღვანელი ეკა ბჟინავა) ნორჩი აღსაზრდელები.

ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისთვის!

174485417_1353895264966819_8390949243161356285_n
📚🎓🌎💫⏳ახალგაზრდები მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციისთვის!
♻️ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში პროექტი " გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის" გრძელდება!
🌀 ამჯერად XI-3 კლასის მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა:
ლელა მახარაძე,
მატასი კაპანაძე,
ნინი კოკობინაძე,
სალომე ჩოგოვაძე,
ნინი ჩხეიძე,
მარი კეშელავა,
ნინი არძენაძე,
მარიამ იაშვილი - გეოგრაფიის მასწავლებლის სოფო ხუხუნაიშვილის დახმარებით მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების პოპულარიზაცია დაისახა მიზნად!
🌀შეხვედრას მერვე კლასელები ესწრებოდნენ.
🌎💫 ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს; მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და იმისთვის, რომ არავინ დარჩეს მათ მიღმა, მნიშვნელოვანია, თითოეული ეს მიზანი და ინდიკატორი შესრულდეს.
🌎💫 მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ბავშვებს ცენტრალური ადგილი ეკავოთ სახელმწიფოს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
♻️ ახალგაზრდებმა წარმატებით გაართვეს თავი საკმაოდ რთულ საქმეს და უაღრესად საინტერესო მასალა წარმოადგინეს.

მესამეკლასელებმა აღნიშნეს დედა ენის დღე !

173692214_1353917344964611_3788058283848544137_n
💐მესამეკლასელებმა აღნიშნეს დედა ენის დღე !
📚📒 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში დედა ენის დღესთან საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილები ჩატარდა .
📚📒 III-3 კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი მაია იმნაძე) ქართულის გაკვეთილზე ისაუბრეს ქართული ანბანის სამი სახეობის შესახებ, ნახეს ანიმაციური ფილმი, ესტუმრნენ სკოლის ულამაზეს ბიბლიოთეკას, ნახეს იაკობ გოგებაშვილის უძველესი სახელმძღვანელოები ” დედა ენა" და “ბუნების კარი “, წავიკითხეს და განიხილეს ილია ჭავჭავაძის “დედა-ჩიტი.“ 📚📒📕🗞📰

14 აპრილი- დედაენის დღე პირველად აღნიშნეს პირველკლასელებმა!

173667365_1353882144968131_8100873834652146015_n
🥀❤📜📚14 აპრილი- დედაენის დღე პირველად აღნიშნეს პირველკლასელებმა!
📜📚 დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს I-3 კლასის მოსწავლეებმა. ამჯერად პატარებმა უმასპინძლეს V კლასელებს. წაიკითხეს ლექსები და უფროს მეგობრებს აჩვენეს თავიანთი ნამუშევრები - "მხიარული " ასო-ბგერები.
პირველი კლასის დამრიგებელი ანა კვიჭიძე , ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -ნინო უგულავა

მეტის ნახვა

14 აპრილი დედაენის დღეა!

174490871_1353872578302421_8598411628634231770_n
📖 დედაენის დღე მიულოცეს ერთმანეთს და გაუზიარეს თავიანთი ცოდნა-გამოცდილება ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IV-4 და V-3 კლასის მოსწავლეებმა.
📖 პატარებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების რუსუდან თავხელიძისა და დალი ცეცხლაძის დახმარებით წარმოადგინეს ამ დღისათვის მომზადებული პლაკატები, მოიძიეს ინფორმაცია დედაენის დღის შესახებ, წაიკითხეს ლექსები , მოისმინეს კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის მიერ შექმნილი "ჰიმნი დედაენას".

14 აპრილი დედაენის დღეა!

174272845_5263895690351763_7403968221623788708_n
🗞🎓📖ასე აღნიშნეს დედა ენის დღე ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის V-1 კლასის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელ ლუიზა სამსონიასთან ერთად 📖

14 აპრილი დედაენის დღეა!

173477420_1352571448432534_2676922577731443633_n
🎓🌞📜14 აპრილი დედაენის დღეა!
🌞📜 2021 წლის 13 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის I-4 კლასის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელ მაია იმნაძესთან ერთად ნახეს ანიმაციური ფილმი “ფარნავაზ მეფე” , ისაუბრეს ანბანის შექმნის შესახებ, ააწყვეს ხმოვანი კროსვორდი, მხიარული მარცვლებით შეადგინეს სიტყვები.

შეხვედრა ბრიტანული უნივერსიტეტის - University of Buckingham - რექტორთან

173258598_1352554895100856_6697886955874606289_n
🎓📚 2021 წლის 13 აპრილს უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი დავით აფრასიძე და აკადემიური პერსონალი შეხვდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებს.
🎓📚 ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში- University of Buckingham- ერთ-ერთი გამორჩეული სასწავლებელია.
🎓📚 მისი შექმნა უკავშირდება ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს, მარგარეტ ტეტჩერს. 1973 წელს, განათლების მინისტრობის დროს, სწორედ ტეტჩერი ხელმძღვანელობდა ბუკინგემის საუნივერსიტეტო კოლეჯის შექმნას, ხოლო 1983 წელს, უკვე როგორც პრემიერ-მინისტრმა, დიდი წვლილი შეიტანა, რომ ბუკინგემს სამეფო ქარტიით უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. 2020 წელს უნივერსიტეტი ზედიზედ მესამედ დასახელდა საუკეთესოდ 129 უნივერსიტეტს შორის სტუდენტების კმაყოფილების თვალსაზრისით. 2020 წელს ბუკინგემის უნივერსიტეტში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან 3 300 სტუდენტი სწავლობდა. 2020 წელს ბუკინგემის უნივერსიტეტმა და ბრიტანულმა უნივერსიტეტმა საქართველოში ხელი მოაწერეს აფილირების აკადემიურ შეთანხმებას.

14 აპრილი- ანბანის დღე!

173335302_1352510911771921_7746365051104002415_n
📚 14 აპრილი- ანბანის დღე!
📚ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის I-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის მაია იმნაძის საშუალებით გაიგეს, რომ 14 აპრილი დედაენის დღეა , ისაუბრეს მეფე ფარნავაზის დამსახურებაზე ქართული ანბანის შექმნის საქმეში, ისიც თუ რატომ დაუდგეს ქართვებმა ძეგლი დედაენას .
📚გაკვეთილი დატვირთული იყო შემოქმედებითი და სახალისო აქტივობებით!

2021 წლის 13 აპრილი

172895895_1352502038439475_8235163931036091326_n
📖🖊2021 წლის 13 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII-6 კლასში მასწავლებელმა ნინო ქავჟარაძემ ჩაატარა საინტერესო და სახალისო გაკვეთილი თემაზე "რუსი მწერლები და პოეტები საქართველოს შესახებ".

"გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის"!

172833133_1352491958440483_4747389253503588918_n
🎓📚ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პროექტი "გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის".
🎓📚პროექტის მიზანია, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება უფროსი ასაკის ყოფილმა მოსწავლეებმა გაუზიარონ უმცროსებს!
🎓🌲🌳🌍2021 წლის 13 აპრილს ბათუმის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ონლაინ ფორმატში შეხვდნენ ყოფილ გიმნაზიელ გიორგი ახალაიას.
🎓🌲🌳🌍 გიორგი დასაქმებულია Invited Lecturer კავკასიის უნივერსიტეტში და Acting Head of Geodesy and Gravimetry Department დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი-ში. 🎓🌲🌳🌍 ინტერაქტიული ლექციის თემა იყო "დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის მდგრად განვითარებაში".
🎓🌲🌳🌍 ლექცია, რომელსაც გიორგი ახალაიას ყოფილი პედაგოგებიც ესწრებოდნენ, უაღრესად საინტერესოდ წარიმართა.
🎓🌲🌳🌍ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლის ადმინისტრაციისა და მოსწავლეების სახელით დიდ მადლობას მოვახსენებთ გიორგის ამ შეხვედრისთვის!

მესამე კლასელები აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

172638157_1351798845176461_6874463058909070302_n
🎨🏺🖼📜მესამე კლასელები აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში
🏺 2021 წლის 12 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III-1 კლასის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი მასწავლებელმა სოფო სანიკიძემ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩაუტარა.
🏺 პატარებმა დიდი ინტერესით დათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, მოისმინეს მცირე ექსკურსი და ძალიან იხალისეს.

პირველკლასელთა გამოფენა 9 აპრილის თემაზე

170420895_1351793211843691_913207103509020366_n
🌷 პირველკლასელთა გამოფენა 9 აპრილის თემაზე
📚🌷🖼ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის I-3 კლასის მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებლის ნინო უგულავასაგან ბევრი რამ გაიგეს 9 აპრილის, როგორც ისტორიული თარიღის შესახებ!
🌷 პატარები უკვე პლაკატის, პოსტერისა და სხვა ვიზუალური თვალსაჩინოების შექმნასაც სწავლობენ!
🌷 თავიანთი პირველი ნამუშევრები მასწავლებლისა და მშობლების დახმარებით შექმნეს, გამოფენაც მოაწყვეს და გაკვეთილიც ჩაატარეს 9 აპრილის თემაზე.

ტრენინგი "სწორი პროფესიული არჩევანი"

2021 წლის 9 აპრილს სასტუმრო "ჰილტონში" მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტმა ,,ალტერბრიჯი" ბათუმში ჩაატარა ტრენინგი ,,სწორი პროფესიული არჩევანი”.

უნივერსიტეტის პრეზენტაციას წარადგენდა რექტორი, ქალბატონი ნათია გოცაძე.

ესწრებოდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის უფროსკლასელები.

ვრცლად

პროექტი "ჩვენი ლაზეთი"


2021 წლის 8 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ჩატარდა ლაზური ფოლკლორის საღამო.
აუდიტორიის წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ გოგონათა ფოკლოლური ჯგუფი ( მასწავლებელი ლოლა ჯაფარიძე) და ქართული კულტურის შემსწავლელთა კლუბის წევრები.
ამ ღონისძიებით ერთგვარად შეჯამდა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი პროექტი "ჩვენი ლაზეთი".
საღამოს ესწრებოდნენ:
- ბატონი რიონ მალაყმაძე - შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიკოსი;
- ქალბატონი ციალა ნარაკიძე - შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი, ფილოლოგი;
- ქალბატონი ნარიმა ჰელიმიში- თვითნაწავლი მხატვრის, მუსიკოსისა და პოეტის ჰასან ხელიმიშის შვილი;
- ქალბატონი ლია შეროზია-სარფის სკოლის მუსიკის მასწავლებელი, ლაზური მუსიკალური ფოლკლორის დიდი გულშემატკივარი;
- სტუმრად მობრძანდნენ, ასევე, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სასულიერო პირები.
მოსწავლეების შემოქმედებამ დიდი მოწონება დაიმსახურა!
უღრმეს მადლობას მოვახსენებთ უაღრესად მნიშვნელოვანი ლაზური კულტურის გულშემატკივრებს მონაწილეობისა და გიმნაზიელთა თანადგომისთვის!
ვრცლად

ხარებას გილოცავთ!

ცოდვით დამძიმებული ქვეყნიერებისთვის ყოველივე სიკეთის დასაბამად ის დღე იქცა, როცა ყოვლადწმიდა ქალწულს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა:
 „ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა!“
 ამ დღეს არა მხოლოდ ღვთისმშობელს, არამედ მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.

გაზაფხული

2021 წლის 2 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IV-5 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ დალი ცეცხლაძესთან ერთად გაზაფხულის დადგომა საინტერესოდ და ლამაზად მოგვილოცეს ქართული ენის გაკვეთილზე.

2005 წელს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრში შედგა შეხვედრა მწერალ გურამ დოჩანაშვილთან.


 ბათუმელებს კარგად ახსოვთ ეს დღე.📚ამ დაუვიწყარი საღამოს ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარინე ტალახაძე. იგი იყო საღამოს წამყვანიც.📚მასალა ინახებოდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის არქივში და პირველად 2019 წელს ჩვენს გვერდზე.📚დღეს დაგვტოვა ბატონმა გურამმა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება.📚უღრმეს მადლობას ვუხდით ქალბატონ მარინე ტალახაძეს ამ მოგონების გაზიარებისთვის!https://www.youtube.com/watch?v=GlumV_5a0yEhttps://www.youtube.com/watch?v=-GKuDdWNvTw

ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის დღე


🔰 2021 წლის 2 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში პატივი მივაგეთ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას.
🔰 დღის განმავლობაში შესვენებებზე სკოლის რადიოქსელით ჟღერდა საგალობლები ანსამბლ "რუსთავის" შესრულებით;
🔰 მაღალყოვლადუსამღვდელოესი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გალობის სკოლას მიენიჭა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი.
🔰 მოეწყო დოკუმენტური ფილმის "ხმების შემგროვებელი"- ს ჩვენება.
🔰 მეცხრეკლასელებმა მეოთხე და მეხუთე კლასელებისთვის მოამზადეს პრეზენტაციები ბატონი ანზორის შესახებ და ესაუბრნენ უმცროსებს ამ დიდ მოღვაწეზე.
🔰 დეკანოზმა მათატა ზოიძემ გადაიხადა პანაშვიდი ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის პატივსაცემად.
ვრცლად

დათა მაისურაძის წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაზე!


📜 წერილი სკოლას:
"მოგესალმებით,
კომპანია "BeHero"-ს სახელით, მსურს გაცნობოთ, რომ 2021 წლის 13-14 მარტს, თქვენმა მოსწავლემ, დათა მაისურაძემ, მონაწილეობა მიიღო ჩვენს მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაში და გვაქვს პატივი აღვნიშნოთ, რომ გახდა ამ ოლიმპიადის გამარჯვებული.
მადლობის გადახდის მიზნით, ჩვენი კომპანია გიგზავნით სამადლობელ წერილს და ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მოსწავლეების უმეტესობა დაიპყრობს განათლების მწვერვალებს.
პატივისცემით,
BeHero-ს გუნდი"
🎓 ვულოცავთ დათას და მისი მათემატიკის პედაგოგს ესმა ჭელიძეს ამ წარმატებას!
ვრცლად

პირველკლასელები აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში


2021 წლის 1 აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილი მასწავლებელმა სოფო სანიკიძემ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ჩაუტარა.
პატარებმა დიდი ინტერესით დათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები, მოისმინეს მცირე ექსკურსი და ძალიან იხალისეს.
ვრცლად ...

განათლება - საზოგადოების კეთილდღეობისა და წარმატების ფორმულა!


2021 წლის 1აპრილს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში სტუმრად მობრძანდა ქალბატონი თამილა ბერიძე - გაეროს ავსტრიის ოფისის წარმომადგენელი - implementation assistant. Department of Nuclear Energy.
International atomic energy agency.
ქალბატონმა თამილამ უფროსკლასელებთან ისაუბრა განათლების როლის და მნიშვნელობის შესახებ თანამედროვე საზოგადოებაში.
მოსწავლეებმა დასვეს შეკითხვები, გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები და აზრები. შეხვედრა უაღრესად საინტერესოდ წარიმართა.
ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეთა და მშობლების სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ თამილას ამ დაუვიწყარი დღისთვის!
ვრცლად ...

გიმნაზიური ამბები!

ეს წერილი მისწერა დღეს პირველკასელმა თეკლა ბაზიაშვილმა საყვარელ ქართულის მასწავლებელ თეონა ლორთქიფანიძეს!

ვრცლად ...

პრეზენტაცია, თემა ''ჩემი ოჯახი''

ინგლისურის გაკვეთილი III -1კლასში

ვრცლად ...

მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღე


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის V-4 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებლის მაია ჭანუყვაძის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით საინტერესოდ აღნიშნეს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღე.
პატარებმა შეკრიბეს ინფორმაცია თეატრის, ჟანრების, რეჟისორების, მსახიობების სპექტაკლების შესახებ, საკუთარი ხელით მოამზადეს დეკორაციები და კოსტიუმები!
თავიანთი ნამუშევრები წარუდგინეს თანატოლებს

 
ვრცლად ...

გიმნაზიელი - გიორგი ახალაია!

გიორგი დასაქმებულია Invited Lecturer კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University-ში და Acting Head of Geodesy and Gravimetry Department დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი-ში

2021 წლის 28 მარტს კლუბის შეხვედრაზე განიხილეს ჯემალ ქარჩხაძის “მდგმური”.


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინა ტალახაძის ხელმძღვანელობით მუშაობას აგრძელებს მკითხველთა კლუბი.
 
ვრცლად ...

ჩემპიონი ძმები!


ძმებმა, გიორგი და დემეტრე გოგიაშვილებმა კიდევ ერთხელ გაგვახარეს!
აჭარის ჩემპიონატზე 12 წლამდე ჭაბუკთა შორის გიორგი გოგიაშვილმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო დემეტრემ - მეორე!
გილოცავთ, ბიჭებო და მომავალშიც ველოდებით თქვენს წარმატებებს!
 
ვრცლად ...

ანრი, გილოცავთ და გისურვებთ სპორტის მწვერვალების დაპყრობას!

ანრი ყულეჯიშვილი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა!

შეხვედრა გიორგი ლაზარიაშვილთან


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში განახლდა პროექტი "გიმნაზიელები გიმნაზიელებისთვის" .
პროექტის მიზანია, რომ თავისი ცოდნა და გამოცდილება უფროსი ასაკის მოსწავლეებმა გაუზიარონ უმცროსებს!
2021 წლის 26 მარტს სკოლას ესტუმრა გიორგი ლაზარიაშვილი Giorgi Lazariashvili- გამორჩეული გიმნაზიელი!
გიორგი პროფესიით იურისტია, მისი ინტერესები და მიზნები კი, მრავალფეროვანი.
შეხვედრა უაღრესად საინტერესო და აქტუალურ თემაზე შედგა: "პირადი მონაცემების დაცვისა და კიბერ უსაფრთხოების სამართლებრივი ასპექტები".
ინტერაქტიული ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გიორგიმ და მოსწავლეებმა არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა განიხილეს და გააანალიზეს.
სკოლის ადმინისტრაციის სახელით უღრმეს მადლობას მოვახსენებთ გიორგი ლაზარიაშვილს და დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მას!


ვრცლად ...

ლექცია ავტოკეფალიის აღდგენის დღის აღსანიშნავად


2021 წლის 24 მარტს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ონლაინ ფორმატით ლექცია თემაზე "ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
ავტოკეფალიის აღდგენისათვის; ავტოკეფალიის აღდგენა" ჩაატარა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ.
ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია, მოსწავლეები და პედაგოგები დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ სერგოს ამ უაღრესად საინტერესო შეხვედრისთვის!
ვრცლად ...

წარმატებები მათ!


ეკა მასწავლებლის გალობის სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება!
ვრცლად ...

📚პატივცემულო მშობლებო!
📚გიმნაზიის კურდამთავრებულებო!

ბატონი სერგო ვარდოსანიძე დიდსულოვნად დაგვთანხმდა, რომ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეების გარდა ლექციაზე დასწრება თქვენც შეგიძლიათ ( შემდეგი ლინკით)!

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fmeet.google.com%2Ficb-iqtw-enu%3Fpli%3D1%26authuser%3D1%26fbclid%3DIwAR2tFtMULDDcuePUkfCSIkoHNwuoKfUoWglRRPSa11zA-EgQAjiBRc0Qajw&h=AT1zEITTKHgQ-0_jZEK-wFn6HdKGCgcRJjvdrMaUUUG8qYSc6RaTR4ey6EPAq...

“ეს საოცარი ნახშირბადის ატომი”


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლის მე-11 კლასელებმა ქიმიის მასწავლებელ ნანა იორაიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს მცირე კვლევები თემაზე “ეს საოცარი ნახშირბადის ატომი”.
ვრცლად ...

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო, პედაგოგებო!

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის და სკოლის შენაგანაწესის შესაბამისად, ა(ა)იპ „ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის" მისიაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც მისიის ფორმულირება განხორციელდა შემდეგნაირად!
ა(ა)იპ „ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა “ სთავაზობს მოსწავლეებს ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარებისათვის შესაბამის პირობებს.
 იღებს ვალდებულებას, მოსწავლეებს შესძინოს ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქეებისათვის საჭირო უნარ–ჩვევები.
მიზნად ისახავს აღზარდოს ფიზიკურად და გონებრივად ჯანსაღი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი პიროვნებები.
 შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის, მათი სულიერი და გონებრივი განვითარებისათვის საჭირო სასწავლო გარემო.
 აზიაროს ისინი ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ–ისტორიულ ფასეულობს, მდგრადი განვითარების მიზნებს.

ქიმიის გაკვეთილი ვირტუალურ ლაბორატორიაში (მასწავლებელი ნონა აბაშიძე)


ქიმიის გაკვეთილი ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის VIII-2 კლასში ქიმიის ვირტუალურ ლაბორატორიაში (მასწავლებელი ნონა აბაშიძე)
ვრცლად ...

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო!


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლასთან დაფუძნდა ქართული საეკლესიო გალობისა და ეთნომუსიკოლოგიის სკოლა!
პირველი შეხვედრა შედგა 20 მარტს 17:30 სკოლაში, N 100 აუდიტორიაში!
მსურველებს გელოდებათ პედაგოგი ეკა ბჟინავა; ტელ. 593284206!
ვრცლად ...

ბათუმის განთავისუფლების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა


2021 წლის 19 მარტს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, სადაც ბათუმის განთავისუფლების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო.
ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის მმართველმა, პროფესორმა ოთარ გოგოლიშვილმა ჩაატარა ლექცია მოწვეული სტუმრებისათვის.
ვრცლად ...

გილოცავთ

საუკეთესო სურვილებით დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს ქალბატონ გულნარა დოლიძეს და ქალბატონ გიული გელაშვილს!

2021 წლის 16 მარტი – მწერალთა სახლი


2021 წლის 16 მარტს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები აჭარის მწერალთა სახლში ესწრებოდნენ პროფესორ ოთარ გოგოლიშვილის საჯარო ლექციას
თემაზე: ბათუმის განთავისუფლების 100 წლისთავი - 1921 წლის 16-20 მარტის მოვლენები.
ვრცლად ...

დაჯილდოება

📚🎓🖼 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის ადმინისტრაციამ მადლობის სიგელებით და წიგნებით დააჯილდოვა ის მოსწავლეები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს პირველი რესპუბლიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ პლაკატების გამოფენაში!

 მადლობის წერილი!

2021 წლის 15 მარტს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მადლობის წერილი გადაეცა ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის დირექტორის მოადგილეს, ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის რუსული ენის პედაგოგს ქალბატონ ლალი ლომთათიძეს სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლებისა და პედაგოგთა პროფესიული განვითარების საქმეში თანადგომისათვის.

სკოლის დირექტორი: დეკანოზი იაკობ ბენიძე

მკითხველთა კლუბის შეხვედრა


2021 წლის წლის 14 მარტს განაახლა მუშაობა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის მკითხველთა კლუბმა (პედაგოგი მარინა ტალახაძე) .
უფროსკლასელებმა პედაგოგთან ერთად განიხილეს ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედება.
ვრცლად ...

ხელოვნების წრე


მეგობრებო, გაცნობებთ, რომ არდადეგების გამო ხელოვნების წრე მუშაობას დაიწყებს 20 მარტს, 13:00 სთ-ზე.
გელით!
ვრცლად ...

გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას!


ყვავილებით და ღიმილით დაწყებული დღე
ვრცლად ...

რესპუბლიკის კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის!

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში პირველი რესპუბლიკის კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაც!

მესამე კლასელები სტუმრად იყვნენ სკოლის ბიბლიოთეკაში, ხოლო შემდეგ "მე და საზოგადოების" (მასწავლებელი მაია იმნაძე) გაკვეთილებზე ისწავლეს და თავად შექმნეს თემატური პლაკატები !

ვრცლად ...

პირველკლასელთა რეგისტრაცია!

ძვირფასო მშობლებო! ვიწყებთ 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საბუთების მიღებას!

2021 წლის 1-20 მარტის ჩათვლით, ვიღებთ იმ ბავშვების შესახებ ინფორმაციას, რომელთა უფროსი დედმამიშვილები უკვე სწავლობენ ჩვენს სკოლაში!

დაწვრილებითი ცნობებისთვის მიმართეთ სკოლის კანცელარიას!

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია.

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პირველი რესპუბლიკის კვირეული!

2021 წლის 26.02 კვირეულის ფარგლებში უფროსკლასელთათვის ინტერაქტიული ლექცია თემაზე "საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში" ჩაატარა ისტორიკოსმა პირიმზე რურუამ.

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პირველი რესპუბლიკის კვირეული!

2021 წლის 25.02 კვირეულის ფარგლებში მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ლიტერატურული შეხვედრა თემაზე „დეკადანსის წინაპირობები და საქართველო“, რომელსაც უძღვებოდა პედაგოგი მარინე ტალახაძე.

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პირველი რესპუბლიკის კვირეული!

2021 წლის 25 თებერვალს დეკანოზმა მათატა ზოიძემ სამშობლოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა უკვდავსაყოფად გადაიხადა პანაშვიდი .

ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში!


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პირველი რესპუბლიკის კვირეული!
2021 წლის 24 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის უფროსკლასელები სტუმრობდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
მოსწავლეებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩატარდა თემატური ექსკურსია, მცირე ინტერაქტიული ლექცია, სასამართლოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ახალგაზრდების შეკითხვებს, მოისმინეს მათი აზრი ცალკეულ საკითხზე.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო პედაგოგი ლევან სამსონია.
ვრცლად ...

"ექვთიმეს" ჩვენება და განხილვა


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პირველი რესპუბლიკის კვირეული!
2021 წლის 24 თებერვალს მოსწავლეთათვის მოეწყო ქართული მხატვრული ფილმის "ექვთიმეს" ფრაგმენტების ჩვენება და სიუჟეტის ისტორიულ კონტექსტში განხილვა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები ხათუნა ბერაძე და ზვიად ჩხენკელი.
ვრცლად ...

მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში პირველი რესპუბლიკის კვირეულის ფარგლებში მოეწყო VIII-IX კლასების მოსწავლეთა თემატური ნამუშევრების გამოფენა!
ვრცლად ...

შეხვედრა ოთარ გოგოლიშვილთან

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში გრძელდება პირველი რესპუბლიკის კვირეული!

2021 წლის 23.02 კვირეულის ფარგლებში შედგა ონლაინ ლექცია- „1921 წლის 25 თებერვალი და ბათუმი“. მომხსენებელი ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - ოთარ გოგოლიშვილი.

პირველი რესპუბლიკის კვირეული // შეხვედრა ირაკლი ხვადაგიანთან


2021 წლის 22-26 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში აღინიშნება პირველი რესპუბლიკის კვირეული.
კვირეული ეძღვნება საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს.
კვირეულის ფარგლებში უფროსკლასელთათვის ჩატარდა ონლაინ ლექცია - „საბჭოთა რუსული ოკუპაცია 1921 წელს; ნაბიჯი უკან ისტორიაში“.
მომხსენებელი - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი ხვადაგიანი. შეხვედრის მეორე ნაწილი გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები ხათუნა ბერაძე და ზვიად ჩხენკელი.

ვრცლად ...

ძვირფასო მშობლებო!

გთხოვთ, დაუკავშირდით დამრიგებლებს შემდეგი ფორმის შევსების მიზნით!

პირველი რესპუბლიკის კვირეული

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მესამე კლასის მოსწავლე ნიკოლოზ მესხი დაჯილდოვდა კინგსის ოლიმპიადის ვერცხლის მედლით!

ვულოცავთ ნიკოლოზს და მის პედაგოგს ნინო ტაკიძეს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში!

პირველი რესპუბლიკის კვირეული

2021 წლის 22-26 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში აღინიშნება პირველი რესპუბლიკის კვირეული.
კვირეული ეძღვნება საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავს და საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს. დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო!

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლასთან დაფუძნდა ქართული საეკლესიო გალობისა და ეთნომუსიკოლოგიის სკოლა!

მუსიკალური ნიმუშების შესწავლის პარალელურად მსმენელებს საშუალება ეძლევათ:

  1. შეისწავლონ გალობის და ქართული ფოლკლორის ისტორია;
  2. მოაწყონ თემატური ექსპედიციები და ექსკურსიები;
  3. შეხვდნენ ქართული კულტურის გამორჩეულ მოღვაწეებს;
  4. დაესწრონ თემატურ მასტერკლასებს!
  5. მიიღონ მონაწილეობა ფესტივალებში!

სკოლის კურდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები!

ვაცხადებთ მოსწავლეთა მიღებას!

მსმენელთა ასაკი არ არის შეზღუდული! მეცადინეობები ჩატარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში!

დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით სკოლის ხელმძღვანელს ეკატერინე ბჟინავას!

გილოცავთ სტატუსის ამაღლებას!

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის პედაგოგებს ნინო ქავჟარაძეს, ნინო უგულავას და ხათუნა უგულავას ვულოცავთ სტატუსის ამაღლებას!

მადლობის სიგელი


მადლობის სიგელი გადაეცათ ნაირა ზოიძეს, ქეთევან გოცირიძეს და ნინო ტავლალაშვილს 2020-2021 სასწავლო წელს ონლაინ სწავლების პროცესის ეფექტურად  წარმართვისათვის

ვრცლად ...

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

დღეს თითქმის ერთწლიანი განშორების შემდეგ კვლავ დავუბრუნდით სკოლას!

მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც მოგვნატრებია გაკვეთილი საკლასო სივრცეში!

მოლოდინით აღსავსე თვალებით გაოცებული აკვირდებოდნენ პირველკლასელები ყველაფერს!

რადგან დღეს სკოლაში მოსწავლეთა უმრავლესობა მობრძანდა, სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართა ყველა რეკომენდაციის დაცვით!

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ადმინისტრაცია უღრმეს მადლობად მოგახსენებთ მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისთვის და თანადგომისთვის!

ჩვენ ერთად, ერთმანეთის მხარდაჭერით შევძლებთ ნებისმიერი სირთულის დაძლევას!

29.01.2021

29 იანვარს, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის რექტორმა დეკანოზმა იაკობ ბენიძემ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად გადაიხადა საჯანმრთელო პარაკლისი და აკურთხა გიმნაზიის შენობა.

ვრცლად ...

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

მოგეხსენებათ, ორშაბათიდან განახლდება სასწავლო პროცესი! თითქმის ერთი წლის შემდეგ კვლავ შევხვდებით საკლასო აუდიტორიებში ერთმანეთს

კოვიდ რეგულაციების დაცვისა და უსაფრთხოების დასაცავად , სკოლის ადმინისტრაციამ შეიმუშავა რიგი წესებისა:

  1. სკოლაში ნაკადების ეფექტურად მართვის მიზნით შემოსვლა და გასვლა შესაძლებელი იქნება სკოლის ყველა შემოსასვლელიდან (იხ. დანართი);
  2. ყველა შემოსასვლელთან ჩატარდება თერმოსკრინინგი;
  3. არასაგაკვეთილო პერიოდში სკოლის შენობაში და ეზოში მოსწავლეთა ქცევას ყურადღებას მიაქცევენ დამრიგებლები, აღმზრდელები, ინსპექტორები;
  4. მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა უსაფრთოების დაცვის მიზნით, დაუშვებელია ტერიტორიაზე უცხო პირთა შემოშვება, მათ შორის მშობლების!
  5. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს კლასებამდე და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მშობლებთან მოაცილებენ დამრიგებლები, აღმზრდელები და ინსპექტორები;
  6. პირველ დღეებში (დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში)

პირველკლასელი მოსწავლეების მშობლებსა და კანონიერ წარმომადგენლებს ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისაწინებით ყველა წესის დაცვით ექნებათ უფლება , რომ საკლასო ოთახებამდე მიაცილონ ბავშვები ( თან ახლდეს ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი! )

სკოლის ადმინისტრაცია უმორჩილესად გთხოვთ, რომ ჩვენი შვილებისა და ჩვენი უსაფრთხოებისთვის ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი!

ყველა დამატებითი შეკითხვით შეგიძლიათ მიმართოთ დამრიგებლებს!

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!

მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ , როგორ ვემზადებით ახალი სასწავლო სემესტრის შესახვედრად.

მოგახსენებთ, რომ ა(ა)იპ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში

შემუშავდა სწავლის დაწყების, სასწავლო პროცესის წარმართვისა და სკოლის დასუფთავება-ჰიგიენის გეგმა.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ დოკუმენტიდან:

მოსწავლეების ვალდებულებები:

დაიცავით ჰიგიენის წესები;

  • დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;
  • დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა
  • თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა; (სკოლა უზროვნელყოფილი იქნება ყველა საჭირო რესურსით)
  • დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების
  • მოხვედრისას;
  • დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების
  • შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას;
  • სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად
  • შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;
  • არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ სამედიცინო პერსონალს.
  • საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია
  • საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების ორგანიზება შესვენების დროს სასწავლო ოთახებში;
  • მოსწავლეებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ საკვების მიღების წინ დაიბანონ ხელები წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის დამუშავება არ არის რეკომენდირებული)

ვრცლად ...

შეხვედრა მწერალთან

V -4 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინე მამალაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა „წიგნზე ფიქრის“ კვირეული, წაკითხული წიგნებიდან ბავშვებმა გამოარჩიეს თამარ გეგეშიძის "სული-ჩიტი“.

მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნი და დღიურებში გააკეთეს ჩანაწერები. ასეთი მონდომების გამო მარინა მასწავლებელმა მწერალთან შეხვედრა მოუწყო ბავშვებს . რამდენიმე მოსწავლემ მწერალს წინასწარ გაუგზავნა წერილი და პასუხიც მიიღო. შეხვედრაზე შეაჯამეს მუშაობის პროცესი, ბავშვები გაესაუბრნენ ავტორს, დაუსვეს კითხვები, წაუკითხეს ჩანაწერები დღიურებიდან და აჩვენეს თავიანთი ნამუშევრები- ნახატები და მათივე დამზადებული ჩიტები წარწერებით. ეს შეხვედრა არასოდეს დაავიწყდება მეხუთეკლასელებს!

წარმატებებს გისურვებთ!

წარმოგიდგენთ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ნინო ქორიძის ფოტოების ონლაინ გამოფენას.

ნინო პირველ ნაბიჯებს დგამს ფოტოგრაფიაში.

წინ დიდი და საინტერესო გზაა

ვრცლად ...

წარმატებებს გისურვებთ!


ვულოცავთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს ნატალია ფრუიძეს, ანა სლუსარევას, ირინა სევოსტიანოვას, ლალი ბოლქვაძეს და ლოლა ჯაფარიძეს სტატუსის ამაღლებას!💖

#ერთადგავუფერადოთუშგულსახალიწელი

ჩვენ, გიმნაზიელებმა, კარგად ვიცით, როგორ შეიძლება გავულამაზოთ ცხოვრება ერთმანეთს, მით უფრო, ჩვენივე თანატოლებს!

მოგეხსენებათ, უშგული ერთ - ერთი ყველაზე მაღამთიანი ულამაზესი სასოფელო თემია საქართველოში, არაჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც რუდუნებით იცავენ და ინახავენ წინაპართა მემკვიდრეობას!

უშგულში ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა, რომელსაც უშგულის ახალგაზრდული ფორუმი აერთიანებთ, წამოიწყო სოციალური საახალწლო კანპანია, სახელწოდებით «ერთად გავუფერადოთ უშგულს ახალი წელი»

გავგზავნეთ ჩვენი მოკრძალებული საჩუქარი (აქსესუარები, საახალწლო სათამაშოები, ნაძვის ხეები, ნათურები, გირლიანდები და ა. შ.) გიმნაზიიდან უშგულისაკენ.

ვრცლად ...

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


2020 წლის 31 ივლისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და შავი ზღვის საერთაშორისო, პროფესიულ კოლეჯ „გოლდენ“ სიის.პროფესიული განათლების შესახებ კანონის შესაბამისად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან პროფესიული გადამზადების პროგრამა. ამ უფლებამოსილების ფარგლებში პროფესიული კოლეჯი „გოლდენ სიი” და ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა აფორმებენ მემორანდუმს, რომლის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაინტერესების შემთხვევაში, სასკოლო სასწავლო პროცესის პარალელურად შეიძინონ პროფესიული უნარები.

ვრცლად ...

მედალოსნების დაჯილდოება!​


მეუფე დიმიტრიმ ტრადიციულად ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მედლით მიმდინარე სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. 🎓ახალგაზრდებს გადაეცათ ფულადი ჯილდოც.📚ოქროს მედლით სკოლა დაასრულეს ანნა კარალიძემ, ნათია ცინცაძემ, ნინი თოიძემ, ნია ჯინჭარაძემ, თამარ კოხრეიძემ!გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!

ვრცლად ...

პატარა მხატვრების წარმატება


2020 წლის 10 ივნისს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „დახატე ისტორია“ გამარჯვებულები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა და ამავე სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსმა ლაშა ასლანიშვილმა დააჯილდოვეს.კონკურსი სამ ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა 31 მოსწავლე. თითო ასაკობრივ კატეგორიაში ჟიურის მიერ გამოვლინდა ერთი გამარჯვებული:7-იდან 11 წლამდე ასაკის მონაწილეთა შორის გამარჯვებული ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლე რატი ვარშალომიძეა.. ჩვენი სკოლის კიდევ რამდენიმე აღსაზრდელი გიორგი თურმანიძე, ანა ნაგერვაძე, ლუკა ცენტერაძე და ანრი ვარშალომიძე სიგელებით დაჯილდოვდნენ საინტერესო ნამუშევრების წარდგენისთვის.ვულოცავთ პატარა მხატვრებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც!

ვრცლად ...

მადლობის ბარათი


დაწყებითი  საფეხურის მასწავლებელი რუსუდან თოიძე ასეთი ბარათებით დაემშვიდობა პირველკლასელებს: "ჩვენ ერთად განვლეთ სწავლების ყველაზე რთული პერიოდი-პირველი კლასი.
" აი ია-" დან დაწყებული ონლაინგაკვეთილებით დამთავრებული.ერთად შევეჭიდეთ უამრავ სირთულეს, მაგრამ ძალა ერთობაშია და ჩვენ მეორე კლასელები გავხდით.
დიახ!ჩვენ ეს შევძელით.........
მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ თანადგომისთვის, სითბოსთვის, მოთმინებისთვის, სიყვარულისთვის რასაც ვგრძნობდი და ვგრძნობ თქვენგან.
ამავდროულად ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმ ფორსმაჟორული სიტუაციისთვის, რამაც ასე აგაწრიალათ, დაგღალათ და განერვიულათ.
გილოცავთ ჩემო საყვარლებო სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას.
მშვიდობიან, სიხარულით და სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ.
ბედნიერი არდადეგები!
დ ა ი მ ა ხ ს ო ვ რ ე თ! რუსუდან მასწავლებელს ძალიან უყვარხართ, ენატრებით და კიდევ უფრო მოენატრებით.
გიხუტებთ გულში და გეფერებით"

ძვირფასო გიმნაზიელებო!


📍 საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვებული პროდუქტი დღეს გადავეცით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს.📍 სიკეთე გადამდებია!📍 იმედია, მომავალშიც შევძლებთ ერთობლივი ძალებით შეჭირვებულთა დახმარებას!📍 მადლობას მოგახსენებთ!

ვრცლად ...

ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეთა მეორე სემესტრის და წლიური ნიშნის გამოყვანის წესი

ძვირფასო გიმნაზიელებო!

მოგმართავთ მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს, ყოფილ გიმნაზიელებს, ყველას, ვისაც გვაერთიანებს დიდი ოჯახი, რომელსაც ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლა ეწოდება!დღეს, როცა ბევრი რამ შეიცვალა სამყაროში, სირთულეების დაძლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს ურთიერთანადგომას, თანაგანცდას, სიყვარულის და ყურადღების გამოხატვას!ბოლო ხანებში უფრო მეტ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება!ვიწყებთ სოციალურ აქციას!დღეიდან ყველას გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში გაიღოთ მცირედი მათთვის, ვინც ამას ელოდება ჩვენგან!ვიწყებთ არამალფუჭებადი პროდუქტების შეგროვებას! შეგიძლიათ მიიტანოთ სკოლაში დღის ნებისმიერ დროს და დატოვოთ იქ.სკოლის ადმინისტრაცია მოხალისეებთან ერთად დაახარისხებს თქვენს შესაწირს და შესაბამის სამსახურებთან შეთანხმების საფუძველზე უზრუნველყოფს მის გადაცემას შეჭირვებულთათვის!თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს!

ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო!

მოგეხსენებათ ბოლო თვეების მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცხოვრებაში და სასწავლო პროცესში. არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნაწილობრივ შეიცვალა სასკოლო სასწავლო გეგმაც.ამ დღეებშისკოლის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, წელს არც ერთ კლასში და არც ერთ საგანში არ ჩატარდება სასკოლო გამოცდა!რაც შეეხება სასწავლო წლის დასკვნით ეტაპზე მოსწავლეთა შეფასებას და კლასიდან კლასში გადაყვანას, სკოლა იხელმძღვანელებს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით.გისურვებთ ჯანმრთელობას!

ძვირფასო მშობლებო!

მოგახსენებთ, რომ არსებული გამოწვევის გათვალისწინებით, მოსწავლეთა მშობლებისთვის ფინანსური შეღავათის დაწესების მიზნით, განხორციელდა ცვლილება ა(ა)იპ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდების 2020 წლის აპრილი, მაისის და ივნისის თვის ღირებულებაში.მოსწავლეები, რომლებიც სრულად (100 %-ით) იხდიან სკოლის მიერ დაწესებული სწავლის გადასახადს და არ სარგებლობენ შეღავათით, გადაიხდიან საფასურის ნახევარს (50 %-ს) ანუ, ნაცვლად 100 ლარისა გადაიხდიან 50 ლარს.მე-12, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებიც , რომელთა სწავლის საფასური აქამდე შეადგენდა 75 ლარს, ნაცვლად 75 ლარისა, გადაიხდიან 50 ლარს.

საგანმანათლებლო რესურსი საჩუქრად სკოლას!

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩვენი სკოლა წარმატებით თანამშრომლობს ორგანიზაციასთან English Book Education. ამ დღეებში მათგან დიდი საჩუქარი მივიღეთ.ორგანიზაციის წარმომადგენლებმა Pearson-ის გამომცემლობასთან ერთად პარტნიორი სკოლებისათის შეიმუშავეს ონლაინ სწავლებისათვის უფასოდ რესურსების მიწოდების გეგმა. პირველ ეტაპზე დაწყებითი საფეხურისათვის შეიქმნა Primary Academy, რომელიც მოიცავს დამატებით რესურსებს ონლაინ სწავლებისათვის:Exams Preparations: MaterialsGrammar PPTPhonics: Chants, rhymes, songsTeaching aidsSongsVideosWorksheetsPoptropica Island Game GuidesIsland Adventure Gameეს რესურსები განთავსებულია პირსონის პლატფორმაზე და მისი გამოყენება უფასოდ არის შესაძლებელი 2 თვის ვადით. უახლოეს დღეებში შეიქმნება რესურსები VII-XII კლასებისათვის, რომელსაც, ასევე მოგვაწოდებენ.English Book Education! უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ასეთი საჩუქრისთვის

ვრცლად ...

რეკომენდაციები


ზოგადსაგანმანათლბლო დაწესებულებებმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან შემუშავებული რეკომენდაციები, ინსტრქუციებსა და რესურსები გადაეგზავნათ.
გთავაზობთ ამონარიდებს ამ წერილიდან:
როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით სკოლებში არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა. თუმცა იმისთვის რომ მოსწავლეები ამ პერიოდის განმავლობაში სასწავლო პროცესს არ ჩამოშორდნენ სამინისტროს სკოლებისთვის დისტანციურ სწავლებაზე გადასასვლელად რეკომენდაციები უნდა შეეთავაზებინა, რომელსაც სკოლები წინა კვირიდან ელიან.
სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:
1. უზრუნველყონ სასკოლო თემის შესაძლებლობის ფარგლებში ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხების გამოყენება მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდების მიზნით;
2. უზრუნველყონ მშობლებთან საკომუნიკაციო არხების გამართვა მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი რესურსების მიწოდებისა და არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით.
აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად რეკომენდებულია:
1. მასწავლებლებმა, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მოსწავლეებისთვის მოამზადონ და მიაწოდონ შესაბამისი მასალები როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების გასავითარებლად, მაგალითად:
• საკითხავი ლიტერატურა;
• შემეცნებითი აქტივობები;
• კვლევითი პროექტები;
• ონლაინ პლატფორმები/ელ. მასალები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• თემატური დავალებები
• და სხვა.

ვრცლად ...

დეზინფექცია სკოლაში


კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად მიმდინარე წლის 9-10 მარტს კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის მიზნით სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის შენობა და სკოლის დამხმარე ნაგებობები.

ვრცლად ...

ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო!
შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო 2020 წლის 16 მარტიდან სკოლა გადადის ონლაინ სწავლების რეჟიმზე!
დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდიან კლასის ხელმძღვანელები!

Annual Educational Conference 2020 organised by English Book Education ;


საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ნატალია ფრუიძე და პრორექტორი პირიმზე რურუა.

ვრცლად ...

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ისტორიის გაკვეთილზე


საინტერესო და სახალისო გამოდგა ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის VII-2 და VII-3 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროექტზე მუშაობა ისტორიის გაკვეთილზე (მასწავლებელი პირიმზე რურუა).
📍 🛶 🏺 პროექტის მიზანი იყო სავაჭრო და სამხედრო ექსპედიციის მოწყობა საბერძნეთსა და კოლხეთს შორის; მოსწავლეებმა თავად დააგეგმარეს სანაოსნო საშუალება, შეიმუშავეს მარშრუტი, განსაზღვრეს მოგზაურობის მიზანი და შედეგი, წარუდგინეს აუდიტორიას, შეაფასეს ერთმანეთის ნამუშევრები.

ვრცლად ...

გაკვეთილი თემაზე „ჩვენი პლანეტა“ (მასწავლებელი გულნარა დოლიძე)


2020 წელი 22 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III-1 კლასში ჩატარდა გაკვეთილი თემაზე „ჩვენი პლანეტა“ (მასწავლებელი გულნარა დოლიძე).
მოსწავლეებმა პლაკატების სახით წარმოადგინეს საკუთარი ფანტაზიით შესრულებული ნამუშევრები დედამიწაზე, მის სიკეთეზე, სასმელი წყლის ხელმომჭირნედ მოხმარებაზე, ჰაერის დაბინძურებაზე, ქარისა და მისი ენერგიის გაფრთხილებაზე.

ვრცლად ...

რა? სად? როდის?


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები მეორე კვირაა წარმატებით მონაწილებენ ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" წარმატებები მათ!

ვრცლად ...

"ჩემი ოცნების სკოლა"


2020 წლის 20 თებერვალს VII-4 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმოადგინეს "საოცნებო სკოლის" პროექტები; მასწავლებელი თამარ ლომთაძე.
💢 🏫 გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ჯგუფურად პროექტის შექმნის და ნაშრომის პრეზენტაციის, ასევე, სხვისი პროექტის შეფასების უნარების განვითარება.

ვრცლად ...

ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო!


🎶 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლასთან დაფუძნდა ქართული საეკლესიო გალობისა და ეთნომუსიკოლოგიის სკოლა!
🔵 🎼 მუსიკალური ნიმუშების შესწავლის პარალელურად მსმენელებს საშუალება ეძლევათ:
1. შეისწავლონ გალობის და ქართული ფოლკლორის ისტორია;
2. მოაწყონ თემატური ექსპედიციები და ექსკურსიები;
3. შეხვდნენ ქართული კულტურის გამორჩეულ მოღვაწეებს;
4. დაესწრონ თემატურ მასტერკლასებს!
5. მიიღონ მონაწილეობა ფესტივალებში!
🔵 🎶 სკოლის კურდამთავრებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები! 🎹
🔵 🎶 ვაცხადებთ მოსწავლეთა მიღებას!
მსმენელთა ასაკი არ არის შეზღუდული! მეცადინეობები ჩატარდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში!
🔵 🎶დეტალებთან დაკავშირებით დაუკავშირდით სკოლის ხელმძღვანელს ეკატერინე ბჟინავას!
.

ვრცლად ...

ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის "კალის ჯარისკაცი"-ს ინსცენირება
III-4 კლასი


2020 წლის 13 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის III-4 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურის გაკვეთილზე ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპრის "კალის ჯარისკაცი"-ს ინსცენირება მოაწყვეს (მასწავლებელი დალი ცეცხლაძე).
.

ვრცლად ...

სკოლისა და პროფესიული კოლეჯის თანამშრომლობა


ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლასა და შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სი“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობითა და აჭარის ა.რ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით 2019 წლის გაზაფხულიდან დაიწყო მოსწავლეთა სწავლებისა და დასაქმების პროგრამა, რომლის პრეზენტაცია შედგა ჩვენს სკოლაში 2019 წლის 11 ივნისს.
პროექტის “მოსწავლეთა მომზადება-დასაქმება“ ფარგლებში X-XII კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, პროფესიულ პროგრამებზე მოკლევადიანი სასწავლო კურსი გაიარონ შავი ზღვის საერთაშორისო კოლეჯ „გოლდენ სიი“- ში დუალური სწავლების პრინციპით. განათლების რეფორმის ჭრილში მოიაზრება ისიც, რომ სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობით ამოქმედდეს გადამზადების კურსები და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შეძლონ სერტიფიკატების მიღება. ეს ყველაფერი მათ დაეხმარებათ უფრო მეტად იყვნენ მომზადებულები პროფესიის არჩევისას. ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განათლების მიღებამდე დაეუფლონ პროფესიულ სპეციალობებს.

ვრცლად ...

წარმატების სერტიფიკატი

ვრცლად ...

წიგნის საერთაშორისო კითხვის დღე


წიგნის კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის თითქმის ყველა კლასში. განსაკუთრებული ხალისი მაინც პატარებში შეინიშნებოდა.
IV-3 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ მაია იმნაძესთან ერთად წაიკითხეს ნაწყვეტი ოსკარ უაილდის ნაწარმოებიდან "ვარსკვლავბიჭუნა", ისაუბრეს მწერლის ბიოგრაფიაზე, გამოთქვეს ვარაუდები წაკითხულის შესახებ, გააკეთეს დასკვნები.
III და IV კლასებში - მასწავლებლები მანანა კანდელაკი და დალი ცეცხლაძე, წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობები, ვაჟა -ფშაველას "ბუნების წიაღზე" და ირინე ტალიაშვილის "იმედა".

ვრცლად ...

წიგნის საერთაშორისო კითხვის დღე


II- 2კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელ თეონა ლორთქიფანიძესთან ერთად.
საყვარელი წიგნები - ასტრიდ ლინდგრენის “ პეპი გრძელიწინდა"და ფრანსის ეიჩ ბარნეტის "საიდუმლო ბაღი" წარუდგინეს თანატოლებს ელენე დავითაძემ და ცოტნე ვარშანიძემ.
პატარებმა მოთხრობების ილუსტრაციებიც შექმნეს.

ვრცლად ...

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე


5 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მერვეკლასელებმა უილიამ შექსპირის "რომეო და ჯულიეტაზე" საუბრით აღნიშნეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მარინა ტალახაძესთან ერთად.

ვრცლად ...

სტუმრად ბიბლიოთეკაში


2020 წლის 5 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ბიბლიოთეკის მოსწავლეთა დარბაზს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მესამე კლასის მოსწვალეები ეწვივნენ პედაგოგ რუსუდან თოიძესთან ერთად.
მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ პატარებს ნიკო ლორთქიფანიძის “მოუარე საქართველოს” წაუკითხა, მოსწავლეებმა ანდრია სხვიტარიძემ და ანდრია რუხაძემ რევაზ ინანიშვილის “უძველესი ერი” და ნოდარ დუმბაძის “მაინც რა არის სამშობლო” წაიკითხეს.

ვრცლად ...

მოსწავლეთა კონფერენცია


კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის V-3 კლასის მოსწავლეებმა ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მარინე მამალაძის დახმარებით მოამზადეს საინტერესო ნაშრომები და დღეს დასრულებული სახით მშობლებს, თანატოლებს, უფროსკლასელებს და მასწავლებლებს წარუდგინეს, უპასუხეს შეკითხვებს, მოისმინეს კომპეტენტური შეფასებები.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო, თუმცა ძირითადად მოსწავლეთა საყვარელ წიგნებსა და ავტორებს ეხებოდა, რამდენიმე მათგანმა ჩაიწერა ინტერვიუ და დაამუშავა საინტერესო მცირე კვლევაც.
კონფერენციის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

ვრცლად ...

ქართული გალობის ფესტივალი


2020 წლის 2 თებერვალს ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის ორი - გოგონათა და ვაჟთა გუნდი (ხელმძღვანელები ეკა ბჟინავა და ლოლა ჯაფარიძე) წარმატებულად გამოვიდნენ წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსენების დღისადმი მიძღვნილი ქართული გალობის ფესტივალზე, რომელიც ჩატარდა სენაკის მუნიციპალიტეტში!

ვრცლად ...

სკოლის ახალი ლოგო


ჩვენს სკოლას ამიერიდან ახალი ლოგო აქვს.
იდეის ავტორი გახლავთ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.
გამოსახულება ტექნიკურად დაამუშავა და ეს, არცთუ ისე ადვილი დავალება განახორციელა ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ დაჩი-გიორგი გარუჩავამ.
ლოგოზე გამოსახულია წმ. ანდრია პირველწოდებულის ერთ-ერთი პირველი მოზაიკური ხატი, რომელიც თარიღდება VI საუკუნის პირველი ნახევრით. აღნიშნული მოზაიკა ამკობდა ჩრდილოეთ კვიპროსზე სოფელ ლიტრანგომში ადრეული ქრისტიანობის ბიზანტიურ ტაძარს, რომელიც იწოდებოდა, როგორც პანაღია კანაკარია (ბერძ. Εκκλησία της Παναγίας Κανακαριάς).

ა(ა)იპ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია!


გილოცავთ, ძვირფასო გიმნაზიელებო, პედაგოგებო, მშობლებო!
ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე