🎓🌏🚀 ალექსანდრე ჯელია — NASA Space Apps Challenge 2022-ის წარმატებული მონაწილე!
🌏🎓📚🚀 ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ალექსანდრე ჯელია დაჯილდოვდა Nasa Space Apps Challenge Apps 2022 პროგრამაში მონაწილეობისთვის!
🚀🌐1-2 ოქტომბერს ჩატარდა ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონი NASA Space Apps Challenge 2022 .
🚀🛰NASA Space Apps Challenge 2022 ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს GITA • Tech Park მიერ. ხოლო თანაორგანიზატორია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი”.
🚀NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 225 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევრებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
🚀Nasa Space Apps Challenge Apps 2022 პროგრამით საქართველოს მასშტაბით პირველად ჩატარდა ეგრედწოდებული ჰაკათონი. ჰაკათონის მთავარი მიზანია გააერთიანოს ერთი ინტერესის მქონე ადამიანები და უზრუნველჰყოს მათი ერთანეთთან დაკავშირება. პროგრამის მიზანია დედამიწასთან და კოსმოსთან დაკავშირებული პრობლემებისთვის ინოვაციური გადაჭრის გზის პოვნა.
🎓👏🌏🚀გილოცავთ, ალექსანდრე და დიდ წარმატებებს გისურვებთ მომავალში!👏👏👏👏👏👏