📚📜10 ნოემბერს, 14:00 საათზე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა საჯარო ლექცია ,,მწერლის, პოეტისა და პუბლიცისტის ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 185 წელი.“
📜მოწვეული სპიკერი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი მალხაზ ბალაძე.
📚📜ლექციას ესწრებოდნენ ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები და ქართული ენის პედაგოგები რუსუდან თოიძე და ქეთევან ქაჯაია.