

მიმდინარე სასწავლო წელს პირველად ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის X კლასებში სამოქალაქო განათლებაში დაინერგა პროექტული სწავლება, რომელსაც ასწავლის ახალგაზრდა პედაგოგი ანა ანუშიძე.


მოსწავლეების მიერ შერჩეული სასწავლო პროექტის მახასიათებლებით განისაზღვრა თემატიკა:

მდგრადი განვითარება

ციფრული მედეგობა

საკანონმდებლო აქტები მოსწავლეებისთვის

პუბლიცისტური წერილები

პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგიები


ამ ეტაპზე საინტერესო და დასამახსოვრებელ გაკვეთილებზე მე-10 კლასის მოსწავლეებმა უკვე მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას.

თემატიკა: პუბლიცისტური წერილები (X-4 კლასი)

მოსწავლეებმა დაამუშავეს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილი «ქალი მასწავლებელი»

თემატიკა: პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგიები (X-1 და X-2 კლასები)

მოსწავლეებმა დაამუშავეს «ლიბერალიზმის პოლიტიკური იდეოლოგია»

თემატიკა: პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგიები (X-2 კლასი)

განიხილეს ქეისი «პროტესტი ირანში»

თემატიკა: პოლიტიკა და პოლიტიკური იდეოლოგიები (X-1 და X-2 კლასები)

მოსწავლეებმა დაამუშავეს თემა «პოლიტიკური იდეოლოგიების არსი»

თემატიკა: საკანონმდებლო აქტები მოსწავლეებისთვის (X-3 კლასი)

მოსწავლეებმა დაამუშავეს მოსწავლის ქცევის კოდექსი

თემატიკა: პუბლიცისტური წერილები (X-4 კლასი)

მოსწავლეებმა დაამუშავეს ბარბარე ჯორჯაძის პუბლიცისტური წერილი «ორიოდე სიტყვა ყმაწვილ კაცების საყურადღებოდ»

პროექტის შედეგად მოსამზადებელი პროდუქტი:

პოდკასტი;

ბუკლეტი;

ანიმაცია;

პუბლიცისტური წერილი;

პოლიტიკის დოკუმენტი.