

შავი ზღვის დაცვის დღე


1996 წელს შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა: უკრაინამ, რუსეთმა, რუმინეთმა, თურქეთმა, ბულგარეთმა და საქართველომ სტამბულში ხელი მოაწერეს შავი ზღვის დაცვის სტრატეგიულ გეგმას.


31 ოქტომბერი შავი ზღვის დაცვის დღედ გამოცხადდა. ეს თარიღი აღინიშნება საქართველოშიც.


ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის IX -2 კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ნატალია სირაბიძემ პარალელურ კლასების მოსწავლეებისთვის ჩაატარეს შემეცნებითი საუბრები თემებზე:
„31 ოქტომბერი-შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე»;
„შავი ზღვის გეოგრაფია და მისი მნიშვნელობა»;
„შავი ზღვის ქვეყნები და მოსახლეობა»;
„შავი ზღვის ფლორა და ფაუნა».